ფეხბურთი

14:02 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტელიომ ნაკრებში გამოძახება ტვიტერიდან შეიტყო

“ბარსელონას” თავდამსხმელმა კრისტიან ტელიომ ესპანეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში გამოძახება სოციალური ქსელებიდან შეიტყო.

“აღფრთოვანებული ვარ და ამჟამად მეტის მოთხოვნა არც შემიძლია. მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და ესპანეთის ახალ ნაკრებში ასპარეზობასაც შევძლებ. ეს ყველაზე დიდი პატივია, რომელიც კლუბში თამაშის დროს შეიძლება გერგოს”, – იუწყება ტელიოს სიტყვებს ესპანური პრესა.

სხვათა შორის, “ბარსელონას” თავდამსხმელი ვარჯიშის დაწყებამდე თანაგუნდელებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს ნაკრებში გამოძახების აღსანიშნავად.

21 წლის კრისტიან ტელიოს “ბარსელონაში” ჩატარებულ 22 მატჩში 3 გოლი გაუტანია.


0.114463