კატალონიის “ბარსელონას” შემტევი კრისტიან ტელიო მომდევნო სეზონში იჯარის წესით “პორტუში” იასპარეზებს. პორტუგალიური მედიის ცნობით, კლუბები გარიგებას ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.
პორტუგალიელები ტელიოს პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდნენ. ამას თავად ფეხბურთელის აგენტი ხოსე მარია ორობიტგიც ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ კატალონიელები ტელიოს გასაყიდად მზად იყვნენ, მაგრამ თავად ესპანელმა “დრაგაუზე” იჯარით წასვლა არჩია.