კალათბურთი

23:27 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტელეტოვიჩი ახალი კლუბის ძიებაშია

მირზა ტელეტოვიჩი, რომელიც “ბრუკლინ ნეთსში” ქართველი თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია, ახალი კლუბის მოძიებას აპირებს. აღნიშნულის შესახებ ბოსნიელი ფორვარდის აგენტმა მიშკო რაჟნატოვიჩმა განაცხადა.

“ახლა, სიტუაცია ცოტა გამოსწორდა, თუმცა, მაინც იმას ვფიქრობთ, რომ ბედი სხვა გუნდში ვცადოთ. შევეცდებით, წყნარად და ცივილიზებულად მოვილაპარაკოთ, რომ მომავალი თვის ან ორი თვის განმავლობაში, გაცვლა მოხდეს. გვინდა, მირზა ისეთ კლუბში აღმოჩნდეს, სადაც მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

დარწმუნებული ვარ, ტელეტოვიჩს წამყვანი კალათბურთელების რიგში ყოფნა შეუძლია, რადგანაც მას ისეთი ტყორცნა გააჩნია, როგორითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის. ჩვენ ისეთი ადგილი უნდა ვიპოვოთ, სადაც მირზას ლიდერის რანგში განიხილავენ, როგორც ეს ესპანურ “კახა ლაბორალში” იყო”.

0.114699