ჩოგბურთი

15:17 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

თელავი 25-ათასიან ტურნირს მასპინძლობს

მიმდინარე კვირაში ქართველ ჩოგბურთელთა უმეტესობა თელავშია შეკრებილი, სადაც 25-ათასიანი ტურნირი იმართება. საკვალიფიკაციო შეჯიბრში ძალები ხუთმა ქართველმა კალათბურთელმა სცადა.

თამარ სუმბაძემ თანამემამულე ნატო შაბურიშვილს 7:6 (7:4), 6:4 სძლია და ახლა, მე-2 ნომრად განთესილ ბელარუს ლიძია მაროზავას გაეჯიბრება. ნინო მემიშიშიმ ასევე ქართველი მედეა პეტრიაშვილი 6:2, 5:7, 6:4 დაამარცხა, მე-3 განთესვის მქონე უნგრელ ჩილა არგიელანთან კი ვერაფერი გააწყო – 1:6, 2:6. მარგალიტა ჭიჭაშვილმა ბელარუს ელიზავეტა პაკაცოშვილთან 1:6, 3:6 წააგო.

ძირითად ბადეში პირდაპირ არიან დაშვებულნი ეკატერინე გორგოძე, სოფო ქვაცაბაია, მარიამ ბოლქვაძე და თამარ ჭალაგანიძე.

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია მე-4 ნომრად განთესილ უკრაინელ იანჩუკს და იტალიელ მატეუჩის ეთამაშებიან, ჭალაგანიძე და პეტრიაშვილი – რუმინელ შატმარის და უკრაინელ ვასილიევას, ხოლო სუმბაძე და ჭიჭაშვილი – მე-3 რეიტინგის მქონე რუს ძალამიძეს და ბელარუს პირაჟენკას.

0.125324