ქართველ სუმოისტ თეიმურაზ ჯუღელს ჰაცუ ბაშოზე წარუმატებელი პერიოდი დაუდგა. გაგამარუს შიკონათი ცნობილ სეკიტორს წლის პირველ სუპერტურნირზე 6 მოგება და 2 წაგება ჰქონდა, თუმცა, მიჯრით 3 მარცხი შეემთხვა და მინიმალური დადებითი ბალანსიღა (კაჩი-კოში) გააჩნია.
აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ჯუღელმა მორიგი შერკინება იაპონელ შოთა ენდოსთან ჩაატარა და დასავლეთის მე-10 მაეგაშირასთან უვატენაგეთი დამარცხდა.
იაპონელმა სტარტზევე 199-კილოგრამიანი ქართველის მავაში იგდო ხელთ, შეატრიალა და გამარჯვების დაფიქსირება აღარ გასჭირვებია. ცნობისთვის, შოთამ მე-9 გამარჯვება იზეიმა და დაუმარცხებელ იოკოძუნა ჰაკუჰოს და 10 მოგების მიმთვლელ ოძეკი კაკურიუს კვალში უდგას.
გაგამარუს მომდევნო ორთაბრძოლა დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ტაკანოივასთან
ჰაცუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა
http://www.youtube.com/watch?v=33H7KjUluWU#t=0