სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, “ქუთაისი-2010”-ის აწ უკვე ყოფილი წევრი, უკანახაზელი თეიმურაზ ბაბუნაშვილი (07.02.90, 188 სმ, 78 კგ), მინიმუმ ერთ, კონკრეტულად კი 2013-14 წლების სეზონს ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიას” რიგებში გაატარებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბაბუნაშვილმა საკალათბურთო კარიერა რუსეთში დაიწყო და ამ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრების წევრიც იყო. იგი საქართველოში სამი წლის წინათ დაბრუნდა და სამივე სეზონი “ქუთაისი-2010”-ის რიგებში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ორჯერ მოიპოვა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი, ერთხელ კი გუნდთან ერთად დუდუ დადიანის მემორიალი მოიგო.
Warning: Undefined array key "Interface" in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php on line 139
Fatal error: Uncaught mysqli_sql_exception: Duplicate entry '1-241afb318a8d80bd7f8435881d2b67d5' for key 'LangID_2' in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php:510 Stack trace: #0 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php(510): mysqli_query() #1 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php(320): _Interface() #2 {main} thrown in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php on line 510