კალათბურთი

15:20 | 23.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტეილორი უთამაშებლად დაითხოვეს

“ნიუ ორლეან პელიკანსმა” თორნიკე შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი ტაიშუან ტეილორი გუნდიდან დაითხოვა.

შეგახსენებთ, რომ შენგელია და ტეილორი “ბრუკლინ ნეთსიდან” განვითარების ლიგის ბინადარ “სპრინგფილდ არმორში” ხშირად “მოგზაურობდნენ”, რამდენიმე დღის წინ გახორციელებული გაცვლების შედეგად კი, ქართველმა კალათბურთელმა “ჩიკაგო ბულსს” მიაშურა, ამერიკელმა კი – ხსენებულ “პელიკანსს”.

იმედია, შენგელიას ჩიკაგოური კარიერა წარმატებული ექნება, ტაიშუანს კი ნიუ ორლეანში თავის გამოჩენის შანსი არც მისცემია.

ცნობისთვის, ტეილორი 2011 წლის დრაფტის მე-2 რაუნდში აირჩიეს, მიმდინარე სეზონში კი 23 წლის გამთამაშებელი 23 მატჩში საშუალოდ 3.9 ქულას და 1.6 პასს აგროვებდა.

თუ სად გააგრძელებს ტეილორი კარიერას, ჯერჯერობით, უცნობია.

0.092087