ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის სტარტამდე, ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა დუბლინში “ავივა სთედიუმზე” ამხანაგური მატჩი ომანის ნაკრებთან ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
გივენი (ელიოტი, 46), მილერი (მერფი, 85), კეო, პირსი, უორდი, პილკინგტონი (მაკგიდი, 59), ქუინი, გიბსონი (ველანი, 70), ბრეიდი, ჰოლოჰანი (კინი, 59), დოილი (ლონგი, 59).
ირლანდიელებმა ანგარიში მე-20 წუთზე გახსნეს, როდესაც მილერის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ბურთს მიმართულება ბრეიდიმ შეუცვალა და დოილმა ზუსტად დაარტყა - 1:0. დოილისთვის ეს სანაკრებო კარიერაში გატანილი მე-14 გოლი აღმოჩნდა.
82-ე წუთზე, კუთხური ბრეიდიმ მოაწოდა და ცენტრალურმა მცველმა პირსმა ომანელთა კარი მეორედ აიღო - 2:0.
აქვე გეტყვით, რომ განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დევიდ მილერი დაასახელეს.
7 სექტემბერს, ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის სტარტზე, საქართველო ნაკრები ირლანდიას ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.