ძიუდო

18:56 | 20.03.2014 | ნანახია 737 - ჯერ

თბილისის გრან პრიზე 24 ქვეყანა იჭიდავებს

თბილისის გრან პრიზე, რომელსაც სპორტის სასახლემ ხვალიდან, სამი დღის განმავლობაში უნდა უმასპინძლოს, უკვე ბადეები შეივსო. ცოტა ხნის წინ სასტუმრო “ჰოლიდეი ინ”–ში წილისყრა და წინასატურნირო პრესკონფერენცია გაიმართა. შეგახსენებთ, საქართველოს კაცთა ნაკრები პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ოთხი შემადგენლობით – 28 ძიუდოისტით გავა. ქართული ქალთა ძიუდოს ღირსებას კი 9 სპორტსმენი დაიცავს. სულ რეგისტრაცია 24 ქვეყნის 192-მა ძიუდოისტმა გაიარა. 17 ქვეყანა (153 სპორტსმენი) ევროპას წარმოადგენს, 6 (37) – აზიას, ხოლო 1 (2) – პანამერიკულ კონფედერაციას.

თბილისის გრან პრის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერიც დაესწრება. წინასწარი გეგმით იგი საქართველოში დღეს დილით უნდა ჩამოსულიყო და პრესკონფერენციასა და კენჭისყრასაც უნდა დასწრებოდა, მაგრამ ვიზიტი ერთი დღით გადასწია. აღნიშნულ ღონისძიებებს კი საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი გაუძღვა.

ნასერ ალ ტამიმმა თბილისს წარმატებული გრან პრი უსურვა. მონაწილე ქვეყნების მოკრძალებული რაოდენობა კი იმით ახსნა, რომ ამ რანგის შეჯიბრება საქართველოში პირველად ტარდება და იქვე დასძინა - დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს გაცილებით წარმომადგენლობით შეჯიბრს უმასპინძლებთო. ალ ტამიმმა ქართული ძიუდოს მდიდარი ტრადიციები და თანამედროვე მიღწევებიც ახსენა და საქართველოს ნაკრებს წარმატება უსურვა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა თბილისის ტურნირისთვის გრან პრის სტატუსის მინიჭების გამო საერთაშორისო ფედერაციას და პირადად მარიუს ვიზერს გადაუხადა მადლობა.

“ამ რანგის შეჯიბრების მასპინძლობა ჩვენთვის უდიდესი პატივია. მიუხედავად იმისა, რომ გრან პრი საქართველოში აქამდე არასოდეს ჩაგვიტარებია, საორგანიზაციო საკითხებს საკმაოდ კარგად ვართმევთ თავს და საერთაშორისო ფედერაციისგან მინიმალურ შენიშვნებს ვიღებთ. მადლობა ჩვენი ფედერაციის ყველა თანამშრომელს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელიც მუდამ მხარში გვიდგას. მადლობა აბსოლუტურად ყველას, ვისაც ამ სამზადისში წვლილი მიუძღვის. იმედია შედეგითაც გავიხარებთ. ნაკრები ტატამზე ოპტიმალური შემადგენლობით გავა და აუცილებლად უმაღლესი შედეგებისთვის იბრძოლებს” – განაცხადა ქევხიშვილმა.

პრესკონფერენციას კომპანია “გრინ ჰილის” გენერალური მენეჯერი ჯაჰანგირ რიაციც დაესწრო. ეს კომპანია უკვე 4 წელია, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპონსორია. დღეს კი მხარეებმა ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

მონაწილე ქვეყნების რაოდენობაზე უკვე მოგახსენეთ. შთამბეჭდავად ვერც მათი შემადგენლობები გამოიყურება, თუ არ ჩავთვლით რუსეთის ნაკრებს, რომელმაც სათბილისო განაცხადში რამდენიმე ტიტულოვანი სპორტსმენი შეიყვანა. მათ შორის არიან: ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი არსენ გალსტიანი (60 კგ), ევროპის ჩემპიონი (2012) ალიმ გადანოვი (66 კგ), მსოფლიოს პრიზიორი (2011) მუსა მოგუშკოვი (73 კგ), ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს 3-გზის პრიზიორი (2009, 2010 და 2013) კირილ დენისოვი (90 კგ) და ახალგაზრდებს შორის ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ანტონ კრივობოკოვი (+100 კგ).

სხვა ნაკრებებიდან კი თითოოროლა სპორტსმენს თუ გამოვარჩევთ. თბილისის გრან პრიზე იჭიდავებს უკრაინის ნაკრების ლიდერი, ევროპის (2011) და მსოფლიოს (2009) ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი გიორგი ზანთარაია (66 კგ). ასევე, ევროპის 3-გზის ჩემპიონი (2002, 2009 და 2011) და მსოფლიოსა (2005, 2007 და 2009) და ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, უნგრელი მიკლოშ უნგვარი (66 კგ). ეს უკანასკნელი თბილისში 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.

შეგახსენებთ, მიკლოშ უნგვარი ლონდონის ოლიმპიადაზე ფინალში ლაშა შავდათუაშვილმა დაამარცხა. ახლა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც 73 კილოგრამში გამოდის და რაც ყველაზე საინტერესოა, თბილისის გრან პრიზე პირველსავე შეხვედრაში სწორედ ოლიმპიადის ფინალი განმეორდება.

წილისყრაში არც 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბექა ღვინიაშვილს გაუმართლა, რომელსაც მეორე წრეში კირილ დენისოვთან უწევს დაჭიდება. 73 და 81 კილოგრამებში კი საქართველოს ნაკრების წევრები სატურნირო ბადეში ერთმანეთის სიახლოვეს მოხვდნენ და შედეგად, ზებედა რეხვიაშვილისა და ნუგზარ ტატალაშვილის (73 კგ) გზები მეოთხედფინალში კვეთს ერთმანეთს, ისევე, როგორც ავთანდილ ჭრიკიშვილისა და უშანგი მარგიანის (81 კგ) გზები.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე კენჭისყრით კმაყოფილი ნამდვილად არ იყო. მისგან სატურნირო განაცხადში განხორციელებული ერთი იძულებითი ცვლილების შესახებაც შევიტყვეთ.

“100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნოდარ მეტრეველმა ბოლო ვარჯიშზე მუხლი იტკინა და სამწუხაროდ მისი ჭიდაობა გამოირიცხა. ტატამზე დავით ლორიაშვილი გავა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” უზნაძემ.

შეგახსენებთ, გრან პრის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია. მამაკაცთა და ქალთა 7-7 წონითი კატეგორიის ჩემპიონებს 3000-3000 დოლარი ერგებათ, ვერცხლის მედალი 2000-ად ფასობს, ხოლო ბრინჯაო – 1000-ად.

დაბოლოს, გრან პრის განრიგი და საქართველოს მამაკაცთა და ქალთა ნაკრებების შემადგენლობა.

 

21 მარტი

10:00 - წინასწარი შეხვედრები (კაცები: 60კგ, 66კგ. ქალები: 48 კგ, 52 კგ, 57 კგ)

16:30 - გრან პრის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი

17:00 - ფინალური ბლოკი

 

22 მარტი

10:00 - წინასწარი შეხვედრები (კაცები: 73 კგ, 81 კგ. ქალები 63 კგ, 70 კგ)

17:00 - ფინალური ბლოკი

 

23 მარტი

10:00 - წინასწარი შეხვედრები (კაცები 90 კგ, 100 კგ, +100 კგ. ქალები 78 კგ, + 78 კგ)

17:00 - ფინალური ბლოკი

 

საქართველოს ნაკრები

 

კაცები

 

60კგ

ამირან პაპინაშვილი

ლუხუმ ჩხვიმიანი

გიორგი ბროლაშვილი

პაატა მერებაშვილი

 

66კგ

შალვა ქარდავა

ტრისტან ფეიქრიშვილი

გიორგი ქალდანი

გელა კელიხაშვილი

 

73კგ

ნუგზარ ტატალაშვილი

ზებედა რეხვიაშვილი

ლაშა შავდათუაშვილი

ფრიდონ გიგანი

 

81კგ

ავთანდილ ჭრიკიშვილი

უშანგი მარგიანი

გიორგი პაპუნაშვილი

ლაშა ზურაბიანი

 

90კგ

ვარლამ ლიპარტელიანი

ზვიად გოგოჭური

პაატა ღვინიაშვილი

ბექა ღვინიაშვილი

 

100კგ

გურამ თუშიშვილი

ალექსანდრე მსხალაძე

დავით ლორიაშვილი

რევაზ ჩიკოიძე

 

+100კგ

ადამ ოქრუაშვილი

ლევან მატიაშვილი

როსტომ ხახალეიშვილი

ონისე ბუღაძე

 

ქალები

 

57კგ

მარიამ ციხელაშვილი

სოფიო ბერიძე

სალომე აბაშიძე

 

63კგ

შორენა შარაძე

 

70კგ

თეა სუხიტაშვილი

ნინო მარტიაშვილი

 

78კგ

ნინო ოძელაშვილი

 

+78კგ

ირინე ლეონიძე

ელენე ქებაძე

 

 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:39 | 02.08.2024
alfadhirhaiti (7530)

რა 20-25 წლისები? მაგათ რაიმე დამტკიცებული არ უნდა ჰქონდეთ რო მოიყვანონ? თუ მიგრანტებად მოიყვანონ და მერე ოფიციანტებად დაიწყონ მუშაობა, როგორც ხდებოდა უწინ? თამაშს ვინც უყურა, ნახავდა, რო სახო კი არა, პრობლემა მის გვერდით რო სანდოხაძე და შერგელაშვილი დგანან ეგ იყო და წინ კიდე პირესისნაირი დაბალი ხარისხის ლეგიონერები. დაუბალანსებელი გუნდია, არ იციან ამ გუნდების დაკომპლექტება საქართველოში და შ****თ. ლეგიონერები პირველ რიგში მენეჯმენტში სჭირდებათ!

00:37 | 02.08.2024
alfadhirhaiti (7530)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:58 | 01.08.2024
valeri8848 (2622)

არც მე ვემხრობი სახოს და მისნაირების ჩამოყვანას მასეთების ფეხბურთი დამთავრებულია და მხოლოდ ფული აინტერესებთ, უნდა აკრძალოს ფედერაციამ პენსიონერი უცხოელების ჩამოყვანა რამე წლოვანების ლიმიტი უნდა იყოს, მოიყვანონ 20- 25 წლის ბიჭები მეტი მოტივაცია აქვთ თავის გამოჩენის და ევრო ტურნირის თამაშის დიდი სურვილი აქვთ

23:05 | 01.08.2024
qomagi (1575)

საქართველოს ნაკრების ევრო 2024 გამოსვლის შემდეგ რაღაც იმედი მომეცა, იქნებ საკლუბო ფეხბურთსაც რაიმე ეშველოს-თქო და ისე ამათი დებილი დედა ვატირე ფედერაციის მესვეურების თამადობით. რა ჯანდაბად უნდოდათ ეს სახო და სხვა ვითომ კარგი ლეგიონერები, საშუალოზე დაბალი დონის გუნდს რომ ვერ დაამარცხებ. თბილისის დინამოს მსგავსად, ბათუმის დინამოც სოფლის და უბნის გუნდების ჩმორი გახდა, წელს მონტენეგროს ფარჩაკ გუნდებს გაუგორდნენ ლეკვებივით. უთავმოყვარეობის, უკლასობის და უტრ...ობის ზეიმია ქართულ საკლუბო ფეხბურთში. იბერიამ დღეს თუ ძალით არ წააგო, მესამე ეტაპზე მოახერხებს კიდევ და ამ დროს უკვე ანდორას, სან-მარინოს და გიბრალტარის გუნდებიც კი ახერხებენ მინიმუმ 2-3 ეტაპის გადალახვას, ფარერებზე და კოსოვოზე აღარ ვსაუბრობ.

0.131048
737