ძიუდო

19:21 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის გრან პრი 2014 წლის 21-23 მარტს გაიმართება

დაზუსტდა თბილისში 2014 წელს გასამართი გრან პრის თარიღი. საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა, რომ საქართველოს დედაქალაქში გრან-პრი 21-23 მარტს გაიმართება.

კონტრაქტს გრან პრის ჩატარების შესახებ ხელი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მარიუს ვიზერის თბილისში სტუმრობის დროს მოეწერა. როგორც ვიზერმა მაშინ განაცხადა, გრან პრის ჩატარების ზუსტი თარიღი ხუთი დღის განმავლობაში გამოცხადებოდა.

ცნობისთვის, გრან-პრის სტატუსის ტურნირი სეზონის განმავლობაში 5-ჯერ იმართება. ჩემპიონობა 300 სარეიტინგო ქულად ფასობს, რაც სამჯერ აღემატება ბოლო წლებში ჩატარებული ქართული საერთაშორისო შეჯიბრებების საჩემპიონო მონაგარს. ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორები კი 180 და 120 ქულას მიიღებენ. გრან-პრიზე პრესტიჟული მხოლოდ გრან-სლემი და მსოფლიოს მასტერსია.

0.117457