სხვა

16:27 | 29.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ღია პირველობა გაიხსნა

სპორტკომპლექს “ტონუსის” საცურაო აუზზე დღეს დაიწყო თბილისის მერიის ღია პირველობა ცურვაში, რომელიც სამი დღე გასტანს.
ტურნირში 6 ქართული (“გორი”, “რუსთავი”, “ჭიათურა”, “ლაგუნა ვერე”, “დიღმის აუზი”, “დელფინი”) და 2 სომხური (“ერევანი”, “გიუმრი”) გუნდის 90-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. გამარჯვებულები სამჭიდის, ანუ სამი დისტანციის ქულათა შეჯამებით პირველ მაისს გამოვლინდებიან.
როგორც “მსოფლიო სპორტს” საქართველოს მოცურავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბზიანიძემ განუცხადა, ტურნირის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე სპეციალური სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდება, ხოლო თითო საუკეთესო ქალ-ვაჟი, რომელიც საერთო ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, თბილისის მერიისგან დაწესებულ პრიზს მიიღებენ.
გთავაზობთ ტურნირის პროგრამას:
29 მარტი
50 მ. ბრასი
100 მ. ბატერფლაი
200 მ. თავისუფალი სტილი
200 მ. გულაღმა ცურვა
400 მ. კომპლექსური ცურვა
1500 მ. კომპლექსური ცურვა
30 მარტი
50 მ. ბატერფლაი
50 მ. გულაღმა ცურვა
100 მ. თავისუფალი სტილი
200 მ. ბატერფლაი
200 მ. კომპლექსური ცურვა
800 მ. თავისუფალი სტილი
1 მაისი
50 მ. თავისუფალი სტილი
100 მ. ბრასი
100 მ. გულაღმა ცურვა
100 მ. კომპლექსური ცურვა
200 მ. ბატერფლაი
400 მ. თავისუფალი სტილი

მაკა თოიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086159