კალათბურთი

14:54 | 23.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

თბილისის განვითარების კავშირი დედაქალაქის 13-წლამდელთა ჩემპიონატს იწყებს

13-წლამდელთა შორის თბილისის ჩემპიონატი 26 იანვარს დაიწყება. ტურნირის ორგანიზატორი თბილისის განვითარების კავშირია, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აქვს მინიჭებული დედაქალაქის პირველობის ჩატარების უფლება.

ტურნირში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, საიდანაც 1 კონკურსგარეშე იქნება. სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ორგანიზატორებმა თბილისის პირველობაზე დაუშვეს გოგონათა ოლიმპიური ნაკრები. აღნიშნული ნაკრები ცოტა ხნის წინ შეიქმნა და თბილისში 2015 წელს გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.

თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატში 16 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფური ეტაპის ფარგლებში 1 წრე გაიმართება, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფიდან საუკეთესო 2-2 გუნდი და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი პლეი ოფში გავა. თბილისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჯგუფებში წარმატებული 8 გუნდი მეოთხედფინალიდან გააგრძელებს.

თბილისის ჩემპიონატი ამავდროულად საქართველოს პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპია. დედაქალაქის ჩემპიონატის საუკეთესო 10 გუნდი ქვეყნის პირველობაზე გასასვლელ საგზურებს მოიპოვებს.

მეოთხედფინალში გასული გუნდები ავტომატურად გავლენ საქართველოს ჩემპიონატზე, ხოლო დარჩენილი 2 საგზურისთვის ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული გუნდები უარესი შედეგის მქონე მესამეასდგილოსანთან ერთად იბრძოლებენ.

თბილისის ჩემპიონატის მეოთხედფინალებთან ერთად სტარტს აიღებს საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც 4 გუნდი დაწყვილდება და 2 გამარჯვებული საქართველოს პირველობაზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

 

www.gbf.ge


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:41 | 28.02.2019
Digmeli (188)

სიმპატიური გუნდია და სულშერის ხელში ლამაზად თამაშობენ ზაფხულში მცველებსაც იყიდიანდა ჩემპიონობის შანსი ექნებათ.

15:39 | 28.02.2019
salazar (1835)

ბრავო!

განახევრებული შემადგენლობითაც თუ მოიგებდნენ ნაღდად არ მეგონა.
კარგი იქნება მეოთხეზე თუ გავლენ.
იქით ევროპა ლიგაზე დახოცონ ერთმანეთი ლონდონელებმა, ლიგის საგზურისთვის : )

0.067311