ფეხბურთი

14:25 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ “დინამოს” უპასუხა

 

18 თებერვალს თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ 2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო სკოლა, გუნდი, მწვრთნელი და სამი პერპსექტიული მსაჯი დააჯილდოვა.

გამარჯვებულებს შორის თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლები ვერ მოხვდნენ. ამ ფაქტს “დინამო” თავის ვებგვერდზე გამოეხმაურა.

თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ “დინამოს” განცხადებითვე უპასუხა: 

“19 თებერვალს თბილისის “დინამოს” განცხადება გავრცელა, სადაც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ “დინამოს აკადემია” ვერ გახდა ვერც ერთ ნომინაციაში გამარჯვებული.

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სურს ყველასათვის განმარტოს კონკურსის პირობები და დათვლის პრინციპი.

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის წევრ საფეხბურთო სკოლებს ურიგდებათ კონკურსის გამოკითხვის ანკეტები. თითოეული სკოლის ხელმძღვანელი ვალდებულია სამივე ნომინაციაში დააფიქსიროს თავისი ვერსია - სამ-სამი საუკეთესო. ამის შემდეგ, ითვლება ანკეტაში წარმოდგენილი ხმები: პირველ ადგილზე დასახელებულ ნომინანტს ენიჭება - 3 ქულა, მეორე ადგილზე გასულ ნომინანტს - 2 ქულა, მესამე ადგილზე - 1 ქულა.

აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობდა “დინამოს აკადემია”. მათ წარმოადგინეს ნომინაციის თავიანთი ვერსია. გამარჯვებული ნომინანტების შედეგები დაამტკიცა თბილისის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა.

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მათი პროტესტი აღნიშნული კონკურსის შედეგების მიმართ, რადგან წინა გამოკითხვებში, სადაც “დინამოს აკადემია” იმარჯვებდა ნომინაციებში, მათ არ გასჩენიათ სურვილი ეჭვქვეშ დაეყენებინათ გამოკითხვის შედეგები.

და ბოლოს, გვინდა  განვმარტოთ რატომ არ ესწრებოდნენ „დინამო“ თბილისის წარმომადგენლები აღნიშნულ დაჯილდოვებას.

ღონისძიებაზე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გარდა მიწვეულნი იყვნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ქალაქის მერიის შესაბამისი  უწყებების ხელმძღვანელობა, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრები და ჟურნალისტები.

 იმის გამო, რომ 2012 წელს თბილისის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების დროს “დინამო“ თბილისის ხელმძღვანელობამ საჭიროდ არ ჩათვალა თფფ-ს აღმასკომში თავისი წარმომადგენლის შეყვანა. აქედან გამომდინარე მათივე წარმომადგენელი ვერ დაესწრო აღნიშნულ დაჯილდოვებას.

თბილისის ფეხბურთის ფედერაცია”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118004