ფეხბურთი

16:35 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის ფედერაცია საუკეთესოებს დააჯილდოვებს

 

18 თებერვალს თბილისის ფეხბურთის ფედერაცია გასული წლის შედეგებს შეაჯამებს და საუკეთესოებს დააჯილდოვებს.

თბილისის საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელების გამოკითხვის შემდეგ, საუკეთესოები შემდეგ ნომიონაციებში დასახელდებიან:

1. 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი.

2. 2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო გუნდი.

3. 2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო სკოლა.

4. სამი პერსპექტიული მსაჯი.

გამოკითხვაში თბილისის საფეხბურთო სკოლების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ და თითოეულს ერთი ხმის მიცემის უფლება ჰქონდა. თუმცა, მათ არჩევანის გაკეთება საკუთარ სკოლაზე, გუნდზე და მწვრთნელზე არ შეეძლოთ.

აქვე გეტყვით, რომ ნომინანტებს შორის საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელებიც იყვნენ წარდგენილნი.

ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის მერიისა და კომპანია "სალერის" ხელშეწყობით, რესტორან “არისტოკრატში” გაიმართება და 17 საათზე დაიწყება.

თბილისის ფედერაცია ტრადიციულად გამოკითხვაში გამარჯვებულებს თებერვალში აჯილდოვებს და ხსენებული ორგანიზაციის ჩამოყალიბების თარიღს ამთხვევს. წელს ამ ფედერაციას 22 წელი შეუსრულდა. დაჯილდოვებაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, ასევე სპორტის მინისტრი არიან მიწვეული. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102139