ფეხბურთი

22:53 | 14.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამოს" ფან-შოპი გაიხსნა

თბილისის "დინამოს" ფან-შოპი დღეს ოფიციალურად გაიხსნა დინამოს აკადემიაში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული კლუბის მაღაზია იხსნება, კარგი წამოწყება კი ყოველთვის მისასალმებელია.

იყო "დინამოს" როგორც ლურჯი, ასევე თეთრი მაისურები, ქუდები, ბურთები, ვიმპელები, კალმები და ასე შემდეგ. ატრიბუტიკა. ფან-შოპის გახსნაზე იყვნენ ვეტერანი დინამოელები, გულშემატკივრები... მაისურები (ორიგინალი) 55-60 ლარი ღირს.  

"დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია: "ძალიან კარგია, რომ ფან-შოპის გახსნა შედგა. ეს ფან-შოპი ეს ბავშვთა აკადემიაშია, ხოლო შემდეგ "დინამო არენაზე" უფრო დიდი მაღაზია გაიხსნება".

როგორც იცით, 16 ივლისს "დინამო" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამართავს "დინამო არენაზე". მეტოქე ყაზახური "აქტობეა". შეხვედრის დღეს მოძრავი მაღაზიები იმუშავებს "დინამო არენაზე".

თეგებითბილისის
0.564668