აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა “დინამო თბილისის” აკადემიის U-13 გუნდმა დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარა.
ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ ტურში ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდა. 20-20 წუთიან ტაიმებში თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს დიდი ანგარიშით – 4:0 მოუგეს.
პირველი ტურის შემდეგ, “დინამოს” აკადემიის აღსაზრდელნი ჯგუფის ლიდერები არიან. თბილისური გუნდი მომდევნო შეხვედრს ხვალ, თბილისის დროით 10:00 საათზე ბაქოს “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს.
დინამო U-13 – ნეფთჩი U-13
დინამო U-13: ბულისკერია (მამარდაშვილი), გაბელაია (მექვაბიშვილი), დოლიძე, ბექა ხარშილაძე, ხარაბაძე, მამფორია, გიორგი ხარშილაძე, დავითაშვილი (მოისწრაფიშვილი), ბაბუნაძე (ჩიხლაძე), დარცმელია (კვარაცხელია), ჯიჭონაია (საღირაშვილი).
გოლები: 1:0 დავითაშვილი, 2:0 ბაბუნაძე, 3:0 დარცმელია, 4:0 კვარაცხელია.
www.fcdinamo.ge