ფეხბურთი

21:28 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" 9 თებერვალს ნალჩიკის "სპარტაკს" შეხვდება

თბილისის "დინამო" 9 თებერვალს ნალჩიკის "სპარტაკს" ეთამაშება თურქულ შეკრებაზე. ყაბარდო-ბალყარეთის გუნდი რუსეთის პირველ დივიზიონში მე-11 ადგილზეა. ამ კლუბში თამაშობენ დავით სირაძე და გუჯა რუხაია. მატჩის დაწყების ზუსტი დრო ჯერ უცნობია, ისე კი, ეს ინფორმაცია ნალჩიკელთა საიტმა გაავრცელა.

შეხსენებისთვის, მალხაზ ჟვანიას გუნდმა ბოლო სპარინგ-მატჩი ოდესის "ჩერნომორეცთან" გამართა, თუმცა შეხვედრა 65-ე წუთზე შეწყდა. იმ დროს, როცა დინამოელები 1:0-ს იგებდნენ. "ჩერნომორეცმა" მწვრთნელი შეიყვანა მინდორზე, რაც თბილისელებმა მეტოქის მხრიდან შეურაცხყოფად მიიჩნიეს.

თეგებითბილისის
0.146237