სხვა

14:59 | 29.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი და ყვარელი დაუმარცხებლად თამაშობენ

საქართველოს ვაჟ ფრენბურთელთა ჩემპიონატის პირველ წრეს ყვარლის სპორტსკოლის დარბაზი მასპინძლობს. ტურნირში მონაწილეობას ექვსი გუნდი – “თბილისი”, “აგრარული უნივერსიტეტი”, “ცაგერი”, “ქუთაისი”, “ყვარელი” და “ბათუმი” იღებს.
ორი ტურის შემდეგ დაუმარცხებელი მხოლოდ ორია – “თბილისი” და “ყვარელი”. თბლისელებმა საწყის მატჩებში “ბათუმი” და “ცაგერი” მშრალად 3:0 დაამარცხეს. “ყვარელმა” კი ორ მატჩში მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ტურნირის მასპინძლებმა პირველ ტურში “ქუთაისს” 3:0 სძლიეს, ხოლო შემდეგ ბათუმელებს 3:1 მოუგეს.
საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე 31 ოქტომბერს დასრულდება.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099106