სხვა

14:31 | 26.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

“თბილისი 2015” გადამწყვეტ ფაზაში შედის

“ევროპულ ოლიმპიურ ოჯახს უნდა დავუმტკიცოთ, რომ თბილისს აქვს უდიდესი სურვილი და ჯანსაღი ამბიცია, რათა ღირსეულად უმასპინძლოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ამისათვის მხოლოდ სპორტული სტრუქტურებისა და ქალაქის მუნიციპალიტეტის ძალისხმევა საკმარისი არ არის. ამ კეთილშობილური და მნიშვნელოვანი საქმის დადებითად გადაწყვეტაში სპორტსმენები და მოსახლეობაც აქტიურად უნდა ჩაერთოს” – აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ”თბილისი 2015”-ის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე, რომელიც ამჯერად მძლეოსნობაში გაიმართა.
სეოკ-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ქართველმა მძლეოსნებმა, ასევე ოლიმპიურმა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებმა და პრიზიორებმა ირაკლი ცირეკიძემ, რამაზ ნოზაძემ, ზაზა კედელაშვილმა, გიორგი გოგშელიძემ, ლაშა გუჯეჯიანმა, ოთარ თუშიშვილმა და სხვებმა გია ნაცვლიშვილთან ერთად, სიმბოლურად რიყეზე ახლადგახსნილი ხიდზე გაირბინეს და შარდენის გავლით კალაუბანში ავიდნენ, სადაც სპეციალურ სტენდზე საკუთარი ხელმოწერით დაადასტურეს სურვილი და მზადყოფნა, რომ თბილისმა ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლოს.
მომდევნო მხარდასაჭერი აქცია 28 მაისს ფრენბურთში გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095885