ჭიდაობა

19:24 | 28.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლებმა ოთხი წონა დანომრეს

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 2011 წლის ჩემპიონ-პრიზიორები ოთხ წონით კატეგორიაში უკვე გამოვლინდნენ. არმიის სპორტული კლუბის დარბაზში დღეს მედლები 55, 66, 84 და 120 კლიოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა.
55 კლიგრამში ჩემპიონი ბესიკ გუჩაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში გიორგი ედიშერაშვილი დაამარცხა. 66 კილოგრამში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ხალიჩაზე დაბრუნება ოქროთი აღნიშნა ნაკრების ტიტულოვანმა წევრმა ოთარ თუშიშვილმა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან კობა კაკალაძეს აჯობა.
84-ის ფინალში ბექა ჭელიძემ თორნიკე სვანიძეს სძლია, მძიმე წონაში კი, გიორგი საკანდელიძე გაჩემპიონდა, ხოლო ვერცხლის მედალი ლევან ბერიანიძემ ირგუნა.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089048