ფეხბურთელი მარკო როისი და მისი ცოლი, კაროლინა ფერნანდა ბაროსო უკვე სამი წელია, ცოლ-ქმარნი არიან და ამ დროის მანძილზე ეს წყვილი გერმანული ბულვარული მედიისათვის ნამდვილი საგანძური გახდა. წყვილის პოპულარობას მარკოს მეუღლის შინაგანი თავისუფლებაც უწყობს ხელს.
კაროლინა ფერნანდა ბაროსო სამოდელო სახლის მფლობელია ადრე კი იყო დრო, როდესაც მისი პოდიუმზე შედგომა არაერთ მამაკაცს უჩქროლებდა ძარღვებში სისხლს.
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის შემოსავლის ძირითად წყაროს მარკოს ხელფასი წარმოადგენს, ფეხბურთელის მეუღლე საკუთარ პროფესიაზე უარის თქმას არაფრის დიდებით არ აპირებს. ამასწინათ კაროლინას ისიც კი უთქვამს, ქმრისთვის ერთი ევროც კი არასოდეს გამომირთმევია და ამით ძალიან ვამაყობო.