სლოვაკეთის ქალაქ სნინაში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და ჩემპიონ-პრიზიორები ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოავლინეს. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ხუთივე წონაში ჰყავდა და მათგან პოდიუმზე მხოლოდ ერთი ავიდა – გიორგი ხაჩიძემ (42 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართული გუნდის უმსუბუქესი წევრი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ყირგიზ აიბეკ ტოკტოგულს ადვილად აჯობა (4:0). მეოთხედფინალში ხაჩიძე მომავალ ჩემპიონთან – ირანელ ალირეზა გოუდარზისთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (10:13) და ცოტა ხანში დამამშვიდებელ ეტაპზე გადაერთო, სადაც ჯერ ალჟირელი სლიმან ბელგელამი ჩამოიცილა (10:0), ხოლო “ბრინჯაოს ფინალში” ამერიკელ ტისდეილ გევინს მოუგო (10:5).
მამუკა ჩაჩუას (58 კგ) საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ოქრო-ვერცხლის შანსი ჩაჩუამ ნახევარფინალში დაკარგა რუსეთის ნაკრების წევრ დავით ბაევთან ბრძოლაში (4:8). მოგვიანებით ბაევი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იქამდე კი ჩაჩუა რეპეშაჟის ფინალში ირანელ მუჯტაბა ამუზადთან დამარცხდა (1:10).
ძირითად ბადეში, წაგებამდე ქართველმა ჭაბუკმა სამი მეტოქე ჩამოიშორა: იტალიელი ჯიკოპო მასოტი (10:0), პოლონელი ბარტოშ სტავინოგა (13:1) და იაპონელი ჰირომუ საკაკი (9:6).
ფინალურ ბლოკს მიღმა დარჩენილ ქართველთაგან, შედარებით შედეგიანად გაიოზ გონგლაძემ (50 კგ) იჭიდავა. ძირითად ბადეში, რუმინელი მიჰალი ჟუონის ძლევის (4:0) შემდეგ, აზერბაიჯანელ აფგან ხაშალოვთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა (6:8) და მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, თავად ბრინჯაოს ფრონტზე გადაერთო. უკრაინელ რომან გუცულიაკს მოუგო (6:4), მაგრამ ირანელ ნადერ ნასრისამაკუშთან ვეღარას გახდა (1:4) და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
ნიკა კენჭაძე (69 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშა, ლატვიელ ალბერტს იურჩენკოსთან წაგებით (0:10). მოგელი მეზვრიშვილი (85 კგ) კი სლოვაკურ ხალიჩაზე სამჯერ გავიდა. ბელარუს რომან ციტოუსა (10:2) და უნგრელ ბედრეგუზ ტოთს (12:0) ადვილად გასცდა, მაგრამ მეოთხედფინალში, გერმანიის ნაკრების წევრ ილია მატუხინთან შეხვედრაში წარმატებამდე ცოტა დააკლდა (6:8) და ჯერ ოქროს გზა ჩაეკეტა, ხოლო ცოტა ხანში ბრინჯაოსთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგა, მას შემდეგ, რაც მატუხინი ნახევარფინალს ვერ გასცდა.
ხვალ თავისუფალ ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი იჭიდავებენ: თეიმურაზ ვანიშვილი (46 კგ), შმაგი თოდუა (54 კგ), ივერი ჯულაყიძე (63 კგ), მექი სიმონია (76 კგ) და გივი მაჭარაშვილი (100 კგ).
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ჭაბუკები
19 ივლისი
42 კგ
1 ალირეზა გოუდარზი (ირანი)
2 მაქსიმ ზამორშნიკოვი (რუსეთი)
3 გიორგი ხაჩიძე (საქართველო)
3 დაიგო ჰატორი (იაპონია)
50 კგ
1 სპენსერ ლი (აშშ)
2 აფგან ხაშალოვი (აზერბაიჯანი)
3 ნიკოლაი გრაჰამეცი (მოლდოვა)
3 ნადერ ნასრისამაკუში (ირანი)
7 გაიოზ გონგლაძე (საქართველო)
58 კგ
1 დავით ბაევი (რუსეთი)
2 მხირ ამირასლანოვი (აზერბაიჯანი)
3 მოჯიტაბა ამუზადი (ირანი)
3 კუატბეკ მუხამბეტი (ყაზახეთი)
5 მამუკა ჩაჩუა (საქართველო)
69 კგ
1 მასონ მანვილი (აშშ)
2 რადიკ ვალიევი (რუსეთი)
3 ალბერტს იურჩენკო (ლატვია)
3 პრიტამ პრიტამი (ინდოეთი)
85 კგ
1 შამილ სადულაიევი (აზერბაიჯანი)
2 სემიჰ იაზიჩი (თურქეთი)
3 ილია მატუხინი (გერმანია)
3 კარამჯიტ კარამჯიტი (ინდოეთი)


კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
შუადღეს ხომ ვთქვი 100 კგ-ში ოქროს ავიღებთ მეთქი და ასეც მოხდა, ისე ჭიდაობდა რომ 100%-ით დარწმუნებული ვიყავი რომ ვერავინ შეაჩერებდა!
100 კილოში მაჭარაშვილი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი,პეტრიაშვილივით მაგარია,ხარივითაა
stripslashes((strlen('http://www.dartfish.tv/Presenter.aspx?CR=p85865c96773m2171169')>0?'http://www.dartfish.tv/Presenter.aspx?CR=p85865c96773m2171169':'http://www.dartfish.tv/Presenter.aspx?CR=p85865c96773m2171169'))
ბიჭებო ძმურად ლინკი დადეთ
ვანიშვილი საკმაოდ კაია პარტერში ფეხი ქონდა ბულგარელს დაჭერილი 20 წამი და მაინც არ მიცა ქულა
ეე ძმებო ამ პარტერში რა გვეშველება არ ვიცი,როდისღა უნდა ვისწავლოტ პარტერსი ჭიდაობა ან თავის დაცვა,კაი ბიჭი ჩანს ეს თოდუა მაგრამ რა ქნა იმ რუსმა შამფურივით ატრიალა.არა და არაფრით ჩამოუვარდებოდა.მაჭარაშვილს რაც შეეხება მაგარი ბიჭია,ისე იმ ამერიკელსაც არა უშავს კაი ფინალი იქნება
ფინალის გახსენებაზე ხო არ იცით რომელ საათზე იწყება
ეეჰ, ვანიშვილმა 6 ქულიანი ჩამორჩენა ამოქაჩა, ბოლოს მაინც წააგო
100 კგ-ში 100% ოქროს ავიღებთ! მაგრად ჭიდაობს
კი მაგრად იჭიდავა, მაგრამ 46-ში მაგრა დამწყდა გული
54-ში გვაჯობეს ღOრიშვილებმა
3-ნი გვყავს ნახევარფინალში ყველგან ღრუსებს ვხვდებით
ვანიშვილსაც ყოჩაღ, ფეხი ქონდა ბულგარელს დაჭერილი მაგრამ არ ააღებია ქულა
ყოჩაღ გივის, ყოფა უტირა ირანელს რასაც ქვია
მსაჯები ისევ ღრუსებს აძLევენ 1 ადგილს
C ტატამზე გამოვა ჩვენიანი ახლა.
სად ვუყურო ბრატცი
stripslashes((strlen('http://fila-official.com/sites/ultimate/index.php')>0?'http://fila-official.com/sites/ultimate/index.php':'http://fila-official.com/sites/ultimate/index.php'))
საღო ბიჭები მაგრები ხართ კარგი თაობა მოდის თავისუფალში და კლასიკურში ღმერთი თქვენსკენნნნ
მეზვრიშვილს 6:8 არ წაუგია....0:5 ტექნიკური წაგება მისცეს...პირიქით 8:6 იგებდა 2 წამი რჩებოდა,მატიუხინი არაფრის გამკეთებელი აღარ იყო,მაგრამ მეზვრიშვილმა ისეთი სდრუზა მუჰამედ ალი,ტაისონი და ძმები კლიჩკოები ულაპარაკოდ მოაწერდნენ ხელს...ცოტა ხნით ადრე შელაპარაკება მოუვიდათ და ეტყობა გერმანიის სახელით მოჭიდავე ღრუსმა მატიუხინმა რამე უთხრა ან შეუმჩნევლად რამე პროვოკაციული გაუკეთა,სხვანაირად ვერაფრით ვხსნი მის მოქმედებას...
მაგ ბიჭს ან ჭკუა დაარიგონ და ფსიქოლოგი მიუჩინონ ან საერთოდ დაახვევივონ ნაკრებიდან. მეძველბიჭებიან აქ და მაგნაირის იმედზე უნდა იყო მერე? რა დროს დაგაღალატებს არავინ იცის (სუარესი სახეზეა
დამთავრებული იყო უკვე და სიხარულისაგან ვყვიროდი ამ ვირისთავმა არ დრუზა უცებ.
დაღვინება აკლიათ
იმედია ხვალინდელი დღე უფრო შედეგიანი იქნება.