ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევს, ანდროს თაუნსენდს მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩენა ემუქრება.
თაუნსენდმა ტრავმა “სტოკთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. ის მოედანზე 78-ე წუთზე შევიდა, მაგრამ დაზიანების მისაღებად 12 წუთიც საკმარისი გამოდგა.
22 წლის ფეხბურთელს ტომოგრაფია უკვე ჩაუტარდა. უახლოეს მომავალში მას დეტალური სამედიცინო შემოწმება ელის, რის შემდეგაც გაირკვევა, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა. მანამდე კი, ცნობილია, რომ თაუნსენდის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში საეჭვოა.
ანდროს თაუნსენდს ინგლისის ნაკრებში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში მას 1 გოლი აქვს გატანილი.