ფეხბურთი

20:41 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

თაუნსენდი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

 

ლონდონის "ტოტენჰემის" შემტევი ანდროს თაუნსენდი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას, კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა "სტოკის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მარცხენა კოჭი დაიზიანა და დღეს ოპერაცია ჩაუტარდა. შედეგად, 22 წლის თაუნსენდი ინგლისის ნაკრებს ბრაზილიაში ვერ წაჰყვება.

ანდროს თაუნსენდმა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სულ ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი სადებიუტო მატჩში ჩერნოგორიასთან გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

0.123941