ჩოგბურთი

12:12 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილს საწყის წრეებში ნაკლებადცნობილი მეტოქეები ერგო

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი კვლავ აშშ-ში იმყოფება და მიმდინარე კვირაში კაპტივა აილენდზე 50-ათასიან ტურნირში ჩაებმება. წილისყრის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ანას საწყისი წრეების დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს.

საქმე ის გახლავთ, რომ მე-5 ნომრად განთესილი ტატიშვილი პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელ ჯულია ბოსერუპს ეთამაშება, გამარჯვების შემთხვევაში კი, მერვედფინალში კვალიფიკაციაში გამარჯვებულ ჩოგბურთელებში უმჯობესს გაეჯიბრება.

აქვე ვთქვათ, რომ ტურნირზე პირველ ნომრად პორტუგალიელი მიჩელ ლარჩერ დე ბრიტოა განთესილი, რომელსაც რეიტინგით მენდი მინელა (ლუქსემბურგი), მელანი ოუდინი (აშშ) და მარია სანჩესი (აშშ) მიჰყვებიან.

3 ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს ანტალიის 10-ათასიან ტურნირში. მე-4 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე თურქ ესენ კოკჩეს ეთამაშება, მე-8 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაია გერმანელ ჯილ ნორა ენგელმანს დაუპირისპირდება, ხოლო ანა ქადაგიძის მეტოქე უკრაინელი ანასტასია შესტაკოვა იქნება.

წყვილებში მე-4 ნომრად განთესილმა გორგოძემ და უკრაინელმა ტაისია ზაკარლიუკმა ასევე უკრაინელებს – ანა ბოგოსლავეცს და ხსენებულ შესტაკოვას 6:2, 6:3 სძლიეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

ასეთივე შედეგს მიაღწიეს ქვაცაბაიამ და კოკჩემ, რომელთაც ენგელმანი და ასევე გერმანელი დომინიკ უოლი 6:0, 6:4 დაამარცხეს. უკვე ცნობილია, რომ მეოთხედფინალში ქვაცაბაია და კოკჩე მე-3 რეიტინგის მქონე ბელგიელებს (მარი ბენუა-კიმბერლი ციმერმანი) გაეჯიბრებიან.

პირველ რაუნდში რუმინელებს – ანა და იოანა ბოგდანს დაუპირისპირდებიან ქადაგიძე და სლოვაკი ვიკტორია კუზმოვა.

0.124782