ჩოგბურთი

1:24 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილს ფინალური მატჩი ელის

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მაკონის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ფინალში გააღწია და 34 სარეიტინგო ქულა მიიღო. მე-4 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა ნახევარფინალურ მატჩში ნორვეგიელი ულრიკე ეიკერი 6:4, 6:3 დაამარცხა, გადამწყვეტი შეხვედრა კი ანა ტომლიანოვიჩთან ელის. პირველი რეიტინგის მქონე ხორვატმა ჩოგბურთელმა ფინალში გადასასველ შეხვედრაში მე-3 ნომრად მიჩნეულ ამერიკელ მედისონ ბრენგლეს 6:1, 6:2 სძლია. ცნობისთვის, მაკონის ტურნირის გამარჯვებული 50 ქულას მიიღებს.

0.125298