ჩოგბურთი

16:28 | 28.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა წელი ქართული ჩოგბურთის ლიდერად დაასრულა

19 წლის ანა ტატიშვილმა 2009 წელი საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსით დაასრულა. ქალთა საჩოგბურთოს ასოციაციის (WTA) წლის დასკვნით რეიტინგში, ტატიშვილმა 328 ქულით 177-ე ადგილი შეინარჩუნა და თანატოლ ოქსანა კალაშნიკოვას 3 პოზიციით გაასწრო.
ერთ დროს ქვეყნის პირველმა ჩოგბურთელმა მაკა ჩახნაშვილმა 258 ქულით 206-ე საფეხური შეინარჩუნა, სულ კი კლასიფიკაციაში 10 ქართველი გოგონა მოხვდა.
177 (177). ანა ტატიშვილი – 328 ქულა; 180 (180). ოქსანა კალაშნიკოვა – 320; 206 (206). მაკა ჩახნაშვილი – 258; 352 (353). სოფო შაფათავა – 109; 439 (438). სოფო ქვაცაბაია – 77; 484 (484). თათია მიქაძე – 63; 537 (538). ეკატერინე გორგოძე – 50; 1025 (1022). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1078 (1076). ანა ჯიქია – 4;
წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვას 570 ქულით 123-ე პოზიცია უკავია, მოწინავე ორასეულში კი ტატიშვილი (546 ქულა, 128-ე ადგილი) და ჩახნაშვილიც (376 ქულა, 173-ე ადგილი) მოხვდნენ.
7 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში. მათგან საუკეთესო შედეგი – 556-ე პოზიცია ნიკოლოზ ბასილაშვილს გააჩნია, ლადო ჩიხლაძე კი უთამაშებლობის გამო კიდევ 93 საფეხურით დაქვეითდა და 1099-ე ადგილზე აღმოჩნდა.
556 (558). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48; 1093 (1099). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1099 (1086). ლადო ჩიხლაძე – 5; 1505 (1511). გიორგი ცივაძე – 1. 1597 (1603). სოზარ გოქაძე – 1. 1597 (1603). ნოდარ ითონიშვილი – 1; 1597 (1603). გიორგი რევაზიშვილი – 1.
წყვილთა რეიტინგში ითონიშვილს და კუხალაშვილს 7-7 ქულა გააჩნიათ. პირველი 1317-ე ადგილზეა, მეორე კი – 1365-ეზე.    

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.083795