ვაშინგტონში მიმდინარე “სითი ოუფენის” (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) პირველ წრეში ქართველი ანა ტატიშვილი და ბრიტანელი ჰიზერ უოტსონი მე-3 განთესვით ჩაებნენ და საწყის შეხვედრაში გერმანელ მონა ბარტელს და ფრანგ ალიზ კორნეს 6:4, 6:4 სძლიეს.
მეოთხედფინალში ქართულ-ბრიტანული დუეტის პირისპირ კანადელი ეუჟინ ბუშარი და ამერიკელი ტეილორ თაუნსენდი დადგებიან და მათი ძლევის შემთხვევაში, ანა და ჰიზერი 130 სარეიტინგო ქულას მიიღებენ, ახლა კი, მათ 70 ქულა აქვთ განაღდებული.
იზმირში, 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში ქართველი თამარ ჭალაგანიძე და ტაივანელი ია-ჰსუან ლი მე-4 განთესვის მქონე რუსულ-უკრაინულ დუეტთან (დეგტიარევა-ზანოსიენკო) 6:7 (5:7), 0:6 დამარცხდნენ.