ანა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 4-ადგილიანი უკუსვლა განიცადა და 834 ქულით 78-ე პოზიციაზე დამკვიდრდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ამჟამად ინგლისში იმყოფება და ხვალიდან ბირმინგემში Aegon Classic-ში (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) ჩაებმება. პირველ რაუნდში ანას მეტოქე მე-15 ნომრად განთესილი იტალიელი ფრანჩესკა სკიავონი იქნება.
განახლებულ კლასიფიკაციაში სულ 7 ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა, რომელთაგან სოფო შაფათავას წინსვლა უნდა გამოვარჩიოთ. მან 242-ე საფეხურზე გადაინაცვლა და ეს, მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
მიმდინარე კვირაში შაფათავა იტალიაში იმყოფება და პადოვას 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს. იქვე, კვალიფიკაციაში მასპინძელ მარიანა პეტრეის 6:1, 6:4 სძლია მაკა ჩახნაშვილმა. ახლა, მე-7 ნომრად განთესილ ქართველ გოგონას სერბ მილანა სპრემოსთან ჭიდილი
78 (74). ანა ტატიშვილი – 834 ქულა; 242 (255). სოფო შაფათავა – 225; 310 (307). ოქსანა კალაშნიკოვა – 145; 410 (409). მაკა ჩახნაშვილი – 86; 490 (479). სოფო ქვაცაბაია – 64; 591 (538). ეკატერინე გორგოძე – 43; 823 (825). ნათია გეგია – 18;