ანა ტატიშვილმა კარიერაში მორიგი დასანანი მარცხი განიცადა. ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონის პირველ რაუნდში ხორვატ
თამაში საათს და 23 წუთს გაგრძელდა და ანას გამარჯვების შანსი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, მეტწილად საკუთარი შეცდომების და მცირედით უიღბლობის გამო, წარუმატებლობა შეემთხვა.
ცნობისთვის, ტატიშვილს პირველ მოწოდებაზე 67%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 55% (31 56-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 46% (13 28-დან) მოიგო.
ანას ეისი არ მოუწოდებია და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მარტიჩს 10 ეისი და 6 ორმაგი ჰქონდა). ქართველმა ჩოგბურთელმა 11-დან 3 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო ხორვატმა 11-დან 5 ბრეიკი მიითვალა.
ტატიშვილს 19 მომგებიანი დარტყმა და 22 უნებლიე შეცდომა ჰქონდა (მეტოქეს, შესაბამისად, 29 და 19) და ჯამში მარტიჩზე 8-ით ნაკლები ბურთი მოიგო – 78:86.
ამ მარცხის გამოისობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 100 სარეიტინგო ქულა დაკარგა და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) კლასიფიკაციაში სერიოზული უკუსვლა
კიდევ უფრო დასანანი ის გახლავთ, რომ მარტიჩის დამარცხების შემთხვევაში, ტატიშვილს ბრძოლის გაგრძელების კარგი შანსი ჰქონდა.
საქმე იმაშია, რომ მარცხი განიცადა მე-13 ნომრად განთესილმა რუსმა ჩოგბურთელმა ნადია პეტროვამ, რომელიც ანას შესაძლო მეტოქედ მოიაზრებოდა.
პეტროვას 6:3, 6:2 ჩეხმა კაროლინა პლისკოვამ მოუგო და მე-2 რაუნდში მარტიჩს სწორედ ის დაუპირისპირდება.
თუკი უიმბლდონის ერთეულთა ბადეში ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა, საქართველოს 2 წარმომადგენელი ეყოლება წყვილებში. ტატიშვილის გარდა, ეს პატივი ოქსანა კალაშნიკოვასაც ერგო.
ანა რუმინელ სიმონა ჰალეპთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის შეხვედრაში ფრანგ სტეფანი ფორეც გაკონსა და ჩეხ ევა ჰრდინოვას გაეჯიბრება.
თავის მხრივ სლოვაკ იანა ჩეპელოვასთან ერთად ითამაშებს კალაშნიკოვა. ქართულ-სლოვაკური წყვილი ძალებს ამერიკულ-გერმანულ დუეტთან (ირინა ფალკონი-ტატიანა მარიას) მოსინჯავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაც არ უნდა იყოს მე ყოველთვის მექნება ანას იმედი
)))))))))
ყოველთვის ვცდილობ გავიგო როგორ ითამაშა(ერთი თამაში მაკვს ნანახი,შარშან აზარენკოსთან ეუროსპორტზე,მშვენიერი იყო),მაგრამ ბოლოს საერთოდ როდის მოიგო ვერ ვიხსენებ
არ იყო წასაგები თამაში !
მაგრად იბრძოლა,ირბინა..მარტიჩი მაგრად აწვდიდა ისე თამაშით ანა ჯობდა
არაუშავს ანა !
ეხ!
მოდი შევთანხმდეთ რომ ამ გოგოს მაქსიმუმი იყო ის რასაც შარშან მიაღწია,მორჩა და Gათავდა,საკუთარ თავს ვერ გადაახტება,ძალიან არასტაბილურია
მაგრად არ გაუმართლა, არადა ჯობდა თამაშში.
უბრალოდ სტაბილურობა აკლია ანას თორე ბევრად წინ იქნებოდა ახლა
ბოლოს ანერვიულდა 3:3 ზე მესამე სეტში ბრეიკ პოინტები რომ ვერ გამოიყენა ისმოდა კიდეც ხმა რომ იძახოდა ხომ შეიძლება გაჩუმდეთო
ასეც ვიცოდი, რომ წააგებდა 739 ქულა გაუხდა და ამ დროისათვის 88-ზეა
დაიწკო საშინელი რეგრესი.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!