შვედეთის ქალაქ ბასტადში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) მერვედფინალში ანა ტატიშვილი პირველ ნომრად განთესილ სერენა უილიამსს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა – 2:6, 3:6.
ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ვარსკვლავის მოწოდების მოგება სამჯერ მოახერხა, თუმცა, საკუთარ მოწოდებაზე ძალიან სუსტად გამოიყურებოდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა.
ტატიშვილი ბასტადში რჩება და ხვალ წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში ითამაშებს. ანა უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან გახლავთ შეამხანაგებული და იტალიურ-რუმინულ (პენეტა-დულგერუ) დუეტს დაუპირისპირდება.
უკვე ცნობილია, რომ წარმატების შემთხვევაში, ტატიშვილი და ბურიაჩოკი ნახევარფინალში ესპანელებს – არუაბარენას და დომინგეს ლინოს ეთამაშებიან.
გერმანიის ქალაქ დარმშტადტში ქართველი ჩოგბურთელები არ გაახარა რუსმა იანა სიზიკოვამ. მან პირველ წრეში სოფო ქვაცაბაიას 7:5, 2:6, 7:6 (7:3) სძლია, მერვედფინალში კი ეკატერინე გორგოძე 4:6, 6:4, 6:2 დაამარცხა. ცნობისთვის, პირველ წრეში გორგოძემ მე-2 ნომრად განთესილი ბელარუსი ალიაკსანდრა სასნოვიჩი 6:1, 6:4 დაამარცხა.
წყვილებში ქართველი გოგონები მე-4 განთესვით ასპარეზობენ და ჯერჯერობით, წინ მიწევენ. საწყის რაუნდში გორგოძე და ქვაცაბაია ჰოლანდიურ-გერმანულ დუეტთან (ბურგერი-ჰოფმანი) 4:6, 3:3 მარცხდებოდნენ, როდესაც ერთ-ერთი მეტოქის ტრავმის გამო, თამაში აღარ გაგრძელებულა.
მეოთხედფინალში ქართველებმა გერმანელ ჰეისენს და სლოვენიელ პრისლანს 6:4, 6:3 სძლიეს, ნახევარფინალში კი პირველი განთესვის მქონე გერმანელ შაკოვეცს და სლოვენიელ ზეჩ-პესკირიჩს გაეჯიბრებიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აყვირა სერენა
)
ჩაწოდება არუვარგა
ბოლოს მაგარი ათამაშდა
0
რაღაც მგონია, რომ ტატიშვილი/ბურიაჩოკის წყვილი ხვალ პენეტა/დულგერუს მოუგებს..თან დულგერუ საერთოდ არაა რეიტინგში და წყვილებში თამაშის გამოცდილებაც არ ექნება
მესმის რო სუსტი ჩაწოდება აქვს, მარა ხო შეიძლება პირველი ბურთი განსხვავებულ სტილში ჩააწოდო, პირდაპირ კვარატის შუა ნაწილში აწოდებს, ძალიან დაბალი სიჩქარით, მაგას ხო ნორმალური ჩოგბურთელი სეენაზე ბევრად სუსტი ორმაგი სიჩქარით დაგიბრუნებს...
თავის მოწოდებაზე რო წესივრად ეთამაშა (არ ვიძახი ეხლა სერენას მოუგებდა მეთქი) უკეთესი იქნებოდა
არაუშავს ანა ! წარმატებები !
რა ბილეთი გამიფუჭა რა არადა 6-1 5-0 იყო და ზედიზედ სამი გეიმი მოუგო მერე, ჩოგბურთელები მაგარს ყომარობენ 5 გეიმი მოუგო სერენამ მერე 3 მოაგებინა და ჩაიჯიბა კიდევაც ჩემი ფული, 40 ლარი ამომიღო ჯიბიდან :@stripslashes((strlen('http://b.pix.ge:81/u/87y4w.jpg')>0?' http://b.pix.ge:81/u/87y4w.jpg':' http://b.pix.ge:81/u/87y4w.jpg'))
მდააა... 40 Lარი სერიოზული კუშია ეხა, ვერაფერს იტყვი... :facepalm:
კარგით რა, ნუ წერთ მაინც...
მეც ნაკლები მეწერე (16.5).. კიდე კაი სხვამაც გამისხა თორე გავრეკავდი :@
ეს საკუთარი მოწოდების მოგებას ისწავლიდეს და მინიმუმ 50 ადგილი გარანტირებული აქვს