ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ლას ვეგასში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწია. ტატიშვილმა ამერიკელ ელი კიკთან მეოთხედფინალური შეხვედრის პირველი სეტი კი დათმო, თუმცა, საბოლოოდ 5:7, 6:0, 6:0 იმარჯვა.
ნახევარფინალში ანას მეტოქე კიდევ ერთი ამერიკელი კოკო ვანდევეიგე იქნება, რომელიც ტურნირზე მე-6 ნომრადაა განთესილი. გასულ წრეში მან თანამემამულე მედისონ ბრენგლე 6:3, 6:4 დაამარცხა.
ჩინურ ნინგბოში დასრულებულ ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) ფინალური მატჩი დათმეს ოქსანა კალაშნიკოვამ და ირინა ბურიაჩოკმა. ქართველი და უკრაინელი ჩოგბურთელები ტაივანელ ჩანთან და ჩინელ ჟანგთან 2:6, 1:6 დამარცხდნენ და 117 სარეიტინგო ქულას დასჯერდნენ.