აშშ-ში დაწყებული “ფლორენს ოუფენის” (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) საწყის რაუნდში ანა ტატიშვილმა იოლი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ჩალენა შოლს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო და 6:0, 6:1 გაანადგურა. მერვედფინალში ტატიშვილის მეტოქე კიდევ ერთი მასპინძელი ჯოსი კულმანი იქნება, რომელმაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში მხოლოდ 1113-ე ადგილი უკავია, ამდენად, ანას არც მისი დამარცხება უნდა გაუჭირდეს.