ჩოგბურთი

1:27 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილმა მაკონის ტურნირი მოიგო

ანა ტატიშვილმა ჯორჯიის შტატის ქალაქ მაკონში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მოგება მოახერხა. მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალამდე 4 მეტოქეს სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პირველი რეიტინგის მქონე ხორვატ აილა ტომლიანოვიჩს დრამატულ ბრძოლაში 6:2, 1:6, 7:5 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ სეტში ტატიშვილი 1:4, შემდეგკი 3:5 მარცხდებოდა და მეტოქე თამაშზე აწვდიდა, თუმცა, ანამ მობილიზება მოახერხა და გადამწყვეტ მომენტში უფრო დამაჯერებლად გაისარჯა. ცნობისთვის, საქართველოს პირველ ჩოგანს ეისი არ მოუწოდებია, 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 17-დან 9 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 8-ჯერ დათმო.

ტატიშვილმა მაკონის ტურნირის მოგებით 50 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის კლასიფიკაციაში წინსვლა ელის. ამჟამად, ანას 348 ქულით რეიტინგში 177-ე ადგილი უკავია. მომავალ კვირაში ტატიშვილი შტატებშივე როკ ჰილის 25-ათასიან ტურნირზე ითამაშებს.

0.120383