აშშ-ში, კერძოდ კი, ნიუ ბრაუნფელსში მიმდინარე ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია, ანა ტატიშვილმა მორიგი იოლი გამარჯვება იზეიმა.
მე-6 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ჯულია ელბაბას 6:3, 6:4 სძლია და მეოთხედფინალში ამერიკელვე სანაზ მარანდს და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იაპონელ მარი ოსაკას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
წყვილებში პირველი რეიტინგის მქონე ტატიშვილმა და ამერიკელმა კოკო ვანდევეიგემ მასპინძელი ჩოგბურთელების მიერ შექმნილ დუეტს (ტამიჯეან ფუმაგალი-ვიკტორია იუ) 6:2, 6:1 სძლიეს, მეოთხედფინალში კი ნორვეგიულ-მექსიკურ ტანდემს (ულრიკე ეიკერი-მარსელა ზაკარიასი) დაუპირისპირდებიან.
სტამბულის 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრის ფინალური მატჩის საგზური მოიპოვა სოფო შაფათავამ.
ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან გახლავთ შეამხანაგებული და ნახევარფინალში მე-4 რეიტინგის მქონე თურქებს (ბასაკ ერაიდინი-მელის სეზერი) 6:3, 6:0 მოუგო. ფინალში სოფო და ანასტასია პირველ ნომრად განთესილ თურქებს (კაგლა ბუიუკაკჩაი-პემრა ოზგენი) გაეჯიბრებიან.
თურქეთშივე, ანტალიის 10-ათასიანი ტურნირზე წარმატებულად ასპარეზობს ეკატერინე გორგოძე. მე-3 რეიტინგის მქონე ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში უნგრელ ჩილა არგიელანს 6:1, 7:5 მოუგო და მეოთხედფინალში გერმანელ ჯილ ნორა ენგელმანთან ჭიდილი
წყვილთა ნახევარფინალში გორგოძე და ავსტრიელი პია კიონიგი (მე-2 რეიტინგი) სოფო ქვაცაბაიას და თურქ ესენ კოკჩეს (მე-4 განთესვა) ეთამაშებიან.