ანა ტატიშვილი ამერიკულ ტურნირებზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად ფლორენსის საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ასპარეზობს და მე-2 წრეა, მეტოქეებს შანსს არ უტოვებს.
მე-4 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა საწყის რაუნდში ამერიკელი ჩალენა შოლი 6:0, 6:1 გაანადგურა, დღეს კი კიდევ ერთ მასპინძელ ჯოსი კულმანს ერთით მეტი გეიმი დაუთმო – 6:1, 6:1.
მეოთხედფინალში ანას მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი კოლუმბიელი კატალინა კასტანო იქნება, რომელმაც ამერიკელ ჟაკლინ ჩაკოს აჯობა – 6:2, 6:1.
საინტერესოა, რომ ტურნირს უკვე გამოეთიშა პირველ ნომრად განთესილი კოლუმბიელი მარიანა დუკუე-მარინო. ამ უკანასკნელმა გასულ კვირაში ტატიშვილს როკ ჰილის ტურნირის ფინალში აჯობა. ამგვარად, ქართველ ჩოგბურთელს ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი მოაკლდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნაკრებში არ გიძახებს ის ტავგასიებული და შენ გული არ გაიტეხო ყველა ქუტაისელი გაფასებს და წარმატებას გისურვებს მგონი საჩემპიონო სეზოვს ატარებ ტორპედო მეც მარტლა მომელოცოს ჩემპიონება ტორპდოს შენტან ერტად წელს
+1
ანდორამ ერთი თამაში მოიგო და გერმანიას არ გახარებია მსოფლიო ჩემპიონობა ისე, ამათ რო გაეხარდათ.
ნუ ლანძღავთ ნაკრებს.
არანაირი დამსახურება არ აქვთ ქართველ მკითხველს ფეხბურთის და ფეხბურთელების მიმართ რომ რამე მოთხოვოთ. არ იცით როგორ გუნდებში და რამდენხანს თამაშობენ?!
და სოციალურ ქსელს რო გადახედონ ხო იტყვიან ჩემი მაგინებლების გულის გასახარად უნდა მოვიკლა თავი მოედანზეო?! თუ ოლღა ბებოს სინდრომია... ჩვენ კი ვაგინებთ მარა ჩვენი ყ*)რები ლოცავენ))))))))
გულშემატკივარი ფულს ითხოვს გულშემატკივრობაში თუ სასმელ-საჭმელს ? უბრალოდ ვქომაგობთ და ამდენი ნეგატივის მიღების შემდეგ ჩვენც ნეგატივს ვაფრქვევთ. ეს ბუნებრივია.
ჩვენთვის კი არა, თავიანთი თავებისთვის ითამაშონ მაგ უბედურებმა. იქნებ უკეთეს კლუბს გამოკრან ხელი. თორემ გულშემატკივრები რომ ყოველთვის ეკიდათ უკვე 25 წელია ვუყურებ და ვიცი.