ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა აშშ-ს ქალაქ კლერვოტერში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე მოულოდნელი მარცხი განიცადა.
ფლორიდული ტურნირის პირველ წრეში ტატიშვილი ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით დაშვებულ ბრიტანელ ჰისერ უოტსონს გადაეყარა და პირველი სეტის მოგების მიუუხედავად, 7:6 (7:5), 1:6, 2:6 წააგო.
ცნობისთვის, 20 წლის ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში 168-ე ადგილზე იმყოფება, 17 წლის ბრიტანელი კი მხოლოდ 487-ე ჩოგანია.
კლერვოტერის ტურნირის წყვილთა გათამაშებაში ტატიშვილი და იტალიელი დენტონი ამერიკულ დუეტთან (ჰეინსი-როლე) 1:6, 4:6 დამარცხდნენ, ამდენად, ანას ფლორიდული ვოიაჟი ყოველმხრივ წარუმატებელი გამოდგა.
საფრანგეთის ქალაქ დიჟონში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს ეკატერინე გორგოძის დარად, საწყის რაუნდშივე გამოეთიშა სოფო ქვაცაბაია, რომელმაც რუმინელ ლაურა-იოანა ანდრეისთან 5:7, 1:6 წააგო.
წყვილთა პირველობაზე გორგოძე და ქვაცაბაია ფრანგულ ტანდემთან (გუისარი-ლორენდონი) დრამატულ ბრძოლაში 4:6, 7:6 (8:6), 4:10 დამარცხდნენ.







