საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა, რომელიც ჯორჯიის შტატის ქალაქ მაკონში მიმდინარე ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-4 ნომრადაა განთესილი, წარმატებული სტარტი აიღო.
ტატიშვილმა საწყის რაუნდში ამერიკელი ბრუკ ოსტინი 6:1, 6:4 დაამარცხა, მერვედფინალში კი ძალებს კანადელ კეროლ ჟაოსთან მოსინჯავს. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში ჯენიფერ ელიეს (აშშ) 6:3, 7:5 სძლია.
ეპანურ სენტ კუგატში მიმდინარე ანალოგიური საპრიზო ფონდის მქონე ტურნირს გამოეთიშა მაკა ჩახნაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციიდან მოყოლებული, სამ მეტოქეს აჯობა, თუმცა, მერვედფინალში მე-5 რეიტინგის მქონე ჰოლანდიელ არანჩა რუსთამ 3:6, 4:6 დამარცხდა.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძემ ესტონელი ანელი პოკრასი 6:0, 6:0 გაამადგურა და ახლა, გერმანელ ანა კლასენთან დაპირისპირება