ქართველმა ჩოგბურთელებმა ანა ტატიშვილმა და სოფო შაფათავამ გერმანიის ქალაქ ვერსმოლდში გამართული საერთაშორისო ტურნირი “რეინერტ ოუფენი” მოიგეს, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარი გახლდათ.
ქართულმა წყვილმა გერმანიაში 4 გამარჯვება იზეიმა. მე-2 ნომრად განთესილი ტატიშვილი და შაფათავა ფინალში ფრანგ ფეუერშტეინს და ჩეხ ვორაცოვას გადაეყარნენ და 6:4, 6:4 იმარჯვეს, რისთვისაც 70 სარეიტინგო ქულა მიიღეს.
ცნობისთვის, ტატიშვილმა ვორაცოვასთან რევანში აიღო, რადგანაც ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში მასთან 3:6, 6:4, 3:6 დამარცხდა. რაც შეეხება შაფათავას, მან პირველ რაუნდში გერმანელ ანტონია ლოტნერთან 6:2, 5:7, 2:6 წააგო.