ჩოგბურთი

15:51 | 31.07.2013 | ნანახია 1274 - ჯერ

ტატიშვილმა ამჯერადაც წააგო

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ვაშინგტონის ტურნირის (საპრიზო ფონდი 235 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში ჩაება და პირველი რაუნდის დაძლევის ჩინებული შანსიც ჰქონდა, თუმცა, მისი გამოყენება ვერ მოახერხა.

ტატიშვილი ფრანგ კაროლინ გარსიას 6:0, 4:1-ს უგებდა და თითქოს გამარჯვებაც შორს არ იყო, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ შესძლო და 6:0, 6:7 (5:7), 4:6 დამარცხდა.

გვიან ღამით ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა ტურნირში მოსინჯავს ძალას. ტატიშვილი ბრიტანელ უოტსონთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ მატჩში გერმანელ ბარტელს და ფრანგ კორნეს დაუპირისპირდება.

გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი და ბრიტანელი მეოთხედფინალში ძალებს კანადურ-ამერიკულ დუეტთან (ბუშარი-თაუნსენდი) მოსინჯავენ.

დონეცკში მიმდინარე 75-ათასიან ტურნირს გამოეთიშა სოფო შაფათავა. ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულთა ტურნირის პირველ წრეში მე-6 ნომრად განთესილ ჩეხ კრისტინა პლისკოვას 2:6, 7:5, 6:3 მოუგო, მერვედფინალში კი სერბ ალეკსანდრა კრუნიჩთან 4:6, 6:7 (7:9) დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრში შაფათავამ და უკრაინელმა ალიონა ფომინამ მე-2 განთესვის მქონე უკრაინულ-ჩეხურ დუეტთან (ბეიგელციმერი-ვორაცოვა) 2:6, 3:6 წააგეს.

გერმანიაში, ბად საულგაუს 25-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციის დაძლევა ვერ მოახერხა ეკატერინე გორგოძემ. მე-16 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მასპინძელი კაროლინ უებელჰოერის დამარცხების (6:4, 6:4) შემდეგ მე-4 განთესვის მქონე მექსიკელ მარსელა ზაკარიასთან 4:6, 3:6 წააგო.

იზმირის 10-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის დასკვნით რაუნდში ავსტრალიელ პამელა ბოიანოვს ვერ გაუმკლავდა თამარ ჭალაგანიძე – 4:6, 2:6.

წყვილებში ჭალაგანიძე და ტაივანელი ლი მე-4 ნომრად განთესილ რუსულ-უკრაინულ დუეტს (დეგტიარევა-ზანოსიენკო) ეთამაშებიან.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:09 | 01.06.2014
xxxxxxxxxxxxxxxxxxxx (1031)

მიდი და ამას გაუბედე შენი ადგილი კუხნაშია და იქ იტრიალეო

17:56 | 01.06.2014
Qutaiso (19)

მოიგო უკვე იპონი შემოჭვა

17:38 | 01.06.2014
Qutaiso (19)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg')>0?'https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg':'https://www.youtube.com/watch?v=PSBstW87jDg'))

17:27 | 01.06.2014
milanis mudmivi pani (88)

ლინკი არ არის?

17:23 | 01.06.2014
Qutaiso (19)

რა ხვადაგი ვინმე ყოფილა ეს სტამი?

17:19 | 01.06.2014
milanis mudmivi pani (88)

დადეტ რა ლინკი დზმურატ

17:06 | 01.06.2014
fotoni2 (607)

ფარგიც დაუგდია სტამს და ფინალშია ასე რაა. პირველად ვნახე ქალს გაემართლებინოს ჩვენთვის!

16:43 | 01.06.2014
padoini96 (396)

როდისაა ნეტა სტამის სხვატკა?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06384
1274