აშშ-ს ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ უოლტონ ბიჩში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში, ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ავსტრალიელ სოფი ფერგიუსონს გადაეყარა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
შეხვედრა საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა და საბოლოოდ, ანას მეტოქემ 6:4, 6:7 (4:7), 6:4 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელმა ერთადერთი სეტი სწორედ ტატიშვილთან წააგო, დანარჩენ მატჩებში კი იოლად იმარჯვა და ფინალში გააღწია, სადაც მე-8 ნომრად განთესილ სამხრეთაფრიკელ ჩენელ სხეეპერს გაეჯიბრება.
წყვილთა გათამაშების მეოთხედფინალში ტატიშვილმა და კანადელმა დუბუამ ყაზახ კარატანჩევასა და ჩინელ ქსუს 6:4, 6:4 სძლიეს, ნახევარფინალში კი ამერიკულ დუეტთან (ფუსანო-ნეიგლი) 3:6, 2:6 წააგეს.
ფორტ უოლტონ ბიჩის საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი გახლდათ.







