ჩოგბურთი

0:56 | 4.11.2013 | ნანახია 1807 - ჯერ

ტატიშვილის წყვილი ტიტული

ანა ტატიშვილმა მორიგ ამერიკულ ტურნირზე იმარჯვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ნიუ ბრაუნფელსში გამართულ შეჯიბრზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) 5 მატჩი მოიგო და 70 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

მე-6 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ბულგარელ ელიცა კოსტოვას შანსი არ დაუტოვა და ორ სეტში 6:4, 6:4 იმარჯვა, სულ კი ტურნირზე ერთადერთი სეტი დათმო.

შეგახსენებთ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში ქართველ ჩოგბურთელს 421 ქულით 147-ე ადგილი უკავია, მორიგი წარმატება კი მას მოწინავე ასეულს მიაახლოვებს.

ცნობისთვის, ტატიშვილის მორიგი ტურნირიც შტატებში ელის. კაპტივა აილენდის 50-ათასიან ტურნირზე ანა სავარაუდოდ მე-7 ნომრად იქნება განთესილი.

ისიც ვთქვათ, რომ ნიუ ბრაუნფელსში გამართული ფინალის კვალად, ტატიშვილი კორტზე წყვილთა გათამაშების გადამწყვეტ მატჩშიც გავიდა და იქაც წარმატებას მიაღწია. პირველ ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი და კოკო ვანდევეიგე ამერიკელებს – ეიჟა მუჰამადს და ტეილორ თაუნსენდს (მე-2 განთესვა) დაუპირისპირდნენ და 3:6, 6:3, 13:11 იმარჯვეს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:13 | 04.11.2013
acho77 (71)

ისე 421 ქონდა და 499 გაუხდა, საიდან როგორ რანაირად?

22:56 | 04.11.2013
del rey (668)

მეც ეგ მაინტერესებს.

06:36 | 05.11.2013
mushni (93559)

აახიეს

14:22 | 04.11.2013
acho77 (71)

დარიცხული აქვს უკვე 50იც და 70იც

11:30 | 04.11.2013
dogo159 (126)

ვა ანა წარმატებას წარმატებაზე აგწევ

09:56 | 04.11.2013
ალექსანდრე (6188)

მაგარი გოგო ხარ, მაგრამ ამ წყვილებს შეეშვი, თორემ გადაიღლები და საჭირო დროს ენერგია აღარ გეყოფა. ჩემი აზრით არც არაფრის მომცემია შენთვის მაგ წყვილებში გამოსვლა.

14:53 | 04.11.2013
ambako (2432)

შეეშვი კი, კარგია, მაგრამ ფედერაცია მკაცრად სჯის იმ ჩოგბურთელებს ვინც უარს ამბობს წყვილებში გამოსვლაზე და დიდი სანქციებია თორე ვის რად უნდა? ანნა კი არა დები უილიამსები ვერ ბედავენ წყვილებში გამოსვლაზე უარის თქმას

23:11 | 04.11.2013
ალექსანდრე (6188)

ხოდა წააგოს პირველ ეტაპზე

06:36 | 05.11.2013
mushni (93559)

რატოო

18:58 | 05.11.2013
ალექსანდრე (6188)

რავი მეცოდება ამხელა დატვირტვისთვის.

09:31 | 04.11.2013
del rey (668)

ვერ გავიგე 421 ქულა ქონდა, ეხლა უნდა დამატებოდა 120 ქულა ხო? წინა კვირის 50 ქულა და ეხლა 70 ქულა და გაუხდებოდა 541.. ახალ რეიტინგში 499 ქულა რატო აქვს ვერ გავიგეე.

10:31 | 04.11.2013
bianconero_nadal (114)

ეს 70 შემდეგ ორშაბათს დაემატება.

22:57 | 04.11.2013
del rey (668)

აბა 499 ქულა საიდან გაუხდა? 50 ათასიანი ტურნირების ქულები მაშინვე იწერება

06:36 | 05.11.2013
mushni (93559)

DDD

09:29 | 04.11.2013
del rey (668)

კაიაააა.. საღოლ ანა:*

02:06 | 04.11.2013
costa (939)

საღოლ ანა!

06:37 | 05.11.2013
mushni (93559)

კარგიააააა

01:47 | 04.11.2013
zugsvani (6491)

სეზონის მიწურულს რა ამბები დაათენა

0.121447