ჩოგბურთი

0:05 | 12.06.2013 | ნანახია 1443 - ჯერ

ტატიშვილის სკიავონესთან მოგებამდე ცოტა დააკლდა

ბირმინგემში მიმდინარე Aegon Classic-ის პირველ რაუნდში ანა ტატიშვილი ცნობილ იტალიელ ჩოგბურთელ ფრანჩესკა სკიავონეს დაუპირისპირდა და მსოფლიოს 45-ე ჩოგანთან, რომელიც ბრიტანულ ტურნირზე მე-15 ნომრადაა განთესილი, დაძაბულ ბრძოლაში 6:2, 3:6, 6:7 (3:7) დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი ორ საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდებაზე 13 ქულით მეტი (49:36), ხოლო ჯამში ერთი მეტი გათამაშება (101:100) მოიგო, თუმცა, გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა.

ცნობისთვის, ტატიშვილს პირველ მოწოდებაზე 68%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 53% (32 60-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 71% (20 28-დან) მოიგო.

ტატიშვილმა 1 ეისი მოაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა (სკიავონეს 9 ეისი  და 9 ორმაგი ჰქონდა). ანამ 8-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო ფრანჩესკამ 6-დან 4 ბრეიკი მიითვალა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:46 | 14.06.2013
devid_moiesi (252)

ჩვენი ანუშკია

20:27 | 12.06.2013
Liverpool-Liverpool (425)

admin tatishvili wyvilebshi tamashobs? da kidev shapatava romelze tamashobs?

01:02 | 13.06.2013
fanatic (1105)

არ თამაშობს წყვილებში, შაფათავამ პირველივე რაუნდი წააგო პადოვაში

15:42 | 12.06.2013
ალექსანდრე (6188)

ფიზიკური მომზადება აკლია

14:51 | 12.06.2013
levani82 (41682)

ეს ვეღარ მოუმატებს. ამის წარმატების იმედი საერთოდ არ მაქვს

00:31 | 12.06.2013
spurs-tim duncan (704)

მაინც საღოლ ანას,იმედია კიდე უფრო და უფრო მოუმატებს.

00:16 | 12.06.2013
a.reversi (9540)

დაიღალა ბოლოს აშკარად

00:09 | 12.06.2013
zebe (1174)

კარგატ იტამასჰა მაგრამ ბოლოს ბევრჯერ შეცდა და მაგიტო წააგო

00:07 | 12.06.2013
Titan1 (570)

stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))

0.116759