ჩოგბურთი

0:01 | 28.10.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ტატიშვილის მორიგი ტიტული

ანა ტატიშვილი 25-ათასიან ამერიკულ ტურნირებზე წარმატებულ თამაშს განაგრძობს. ქართველმა ჩოგბურთელმა მაკონში გამარჯვების კვალად როკ ჰილში ფინალში ითამაშა, რამდენიმე წუთის წინ კი ფლორენსის ტურნირის მთავარი ჯილდოც მოიპოვა.

მე-4 ნომრად განთესილმა ტატიშვილმა საჩემპიონო გზაზე 5 გამარჯვება იზეიმა. ანამ საწყის რაუნდებში ამერიკელებს – ჩალენა შოლს და ჯოსი კულმანს შესაბამისად, 6:0, 6:1 და 6:1, 6:1 სძლია, მეოთხედფინალში მე-6 რეიტინგის მქონე კატალინა კასტანო 6:2, 6:0 დაამარცხა, შემდეგ კი ისევ ამერიკელები დაჯაბნა: ნახევარფინალში ეიჟა მუჰამადი – 6:3, 6:3, ხოლო ფინალში – მედისონ ბრენგლე (მე-3 განთესვა) – 6:2, 4:6, 6:4.

ანგარიშებიდანაც სჩანს, რომ ანას ყველაზე რთული ბრძოლა გადამწყვეტ შეხვედრაში გადახდა და ტურნირის განმავლობაში ერთადერთი სეტიც მხოლოდ ფინალში წააგო. ბრენგლესთან მატჩში ქართველმა ჩოგბურთელმა 1 ეისი ჩააწოდა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მეტოქეს კი ორივე აღნიშნულ გრაფაში ნულიანი ეწერა. ტატიშვილმა 17 ბრეიკ-პოინტიდან 8 გამოიყენა, თავად კი მოწოდება 6-ჯერ (13 შესაძლებლობიდან) დათმო. ჯამში, ანამ 101 ქულა მოიგო, ბრენგლემ კი – 92.

ამ წარმატების წყალობით, ქართველმა ჩოგბურთელმა 50 სარეიტინგო ქულა შეიმატა, თუმცა, მომავალ კლასიფიკაციაში მას ჯერ ის 34 ქულა შეემატება, რომელიც როკ ჰილის ტურნირის ფინალში გასვლით გამოიმუშავა. ამჟამად, ანას WTA-ს რეიტინგში 397 ქულით 158-ე ადგილი უკავია.

ისიც ვთქვათ, რომ მომავალ კვირაში ტატიშვილი ნიუ ბრაუნფელსის 50-ათასიან ტურნირში ითამაშებს, სადაც სავარაუდოდ მე-6 ნომრად იქნება განთესილი.

ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის მოგებამდე ცოტა დააკლდა ეკატერინე გორგოძეს. მე-7 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა თურქულ შეჯიბრზე 4 მატჩი სეტისწაუგებლად მოიგო, ფინალში კი მე-8 რეიტინგის მქონე რუს ანასტასია რუდაკოვასთან 1:6, 0:6 დამარცხდა.

იაპონიის ქალაქ ჰამამაცუში დასრულებულ 25-ათასიან ტურნირზე წყვილთა შეჯიბრის ფინალური მატჩი დათმო სოფო შაფათავამ. გადამწყვეტ მატჩში ქართველი ჩოგბურთელი და შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი მე-2 ნომად განთესილ იაპონელებთან (შუკო აოიამა-ჯუნრი ნამიგატა) 4:6, 3:6 დამარცხდნენ.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:14 | 12.02.2014
gio-torres (123)

შეცდომით გაქვთ ნათარგმნი. ნათქვამი იყო რო შკრტელი წასვლას აპირებდა სეზონის დაწყებამდეე

19:38 | 12.02.2014
Tifoz Di MALDINI (18767)

ხუმრობაა

19:30 | 12.02.2014
Buratino (3505)

ეშმაკობ შენ აშკარად! რაო, ხელფასის მომატება მოგინდა?

19:23 | 12.02.2014
kempesa (113)

არ გაუშვებენ არა გოლების გატანა დაიწყო ჯიგარმა ამ ბოლო დროს

17:10 | 12.02.2014
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

და სად მიდის

17:06 | 12.02.2014
chamilo (33560)

გიყიდის არსენალი მერე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.064427