ჩოგბურთი

13:33 | 15.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილის დრამატული მარცხი

ქართველ ჩოგბურთელს ანა ტატიშვილს კარიერაში უდიდესი 100-ათასიანი ტურნირის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ტატიშვილი და ამერიკელი ლილია ოსტერლო მიდლენდის წყვილთა გათამაშების ფინალში სეტიწაუგებლად გავიდნენ, თუმცა, იქ ჩეხი ჰრადეცკასა და ამერიკელი გრენვილის დუეტთან, დრამატულ შეხვედრაში, 6:7 (3:7), 6:3, 10:12 წააგეს.
საგულისხმოა, რომ 20 წლის ქართველი ერთეულთა გათამაშების მერვედფინალიდანაც გრენვილმა დაითხოვა, ამდენად, მიდლენდში ამერიკელი ჩოგბურთელი ჩვენებურისთვის გადაულახავ ზღუდედ იქცა.
ტურნირის პირველ რაუნდში მოპოვებული გამარჯვების წყალობით, ტატიშვილმა საკუთარ მონაგარს 8 ქულა შემატა და 36 ქულით 174-ე საფეხურს უწია, თუმცა, საქართველოს პირველი ჩოგნის სტატუსის დასაბრუნებლად, ეს, საკმარისი არ გამოდგა.
ქართული ჩოგბურთის ლიდერად ოქსანა კალაშნიკოვა რჩება, რომელსაც გასულ კვირაში არ უთამაშია და 352 ქულით 165-ე პოზიციამდე დაქვეითდა. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში სულ 10 ქართველი გოგონა მოხვდა.
165 (163). ოქსანა კალაშნიკოვა – 352 ქულა; 174 (178). ანა ტატიშვილი – 336; 211 (212). მაკა ჩახნაშვილი – 258; 352 (349). სოფო შაფათავა – 109; 434 (439). სოფო ქვაცაბაია – 77; 471 (473). მანანა შაფაქიძე – 66; 480 (483). თათია მიქაძე – 63; 544 (538). ეკატერინე გორგოძე – 50; 1028 (1030). მაგდა ოქრუაშვილი – 6; 1079 (1080). ანა ჯიქია – 4;
ბევრი არაფერია სასაუბრო პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაზე, სადაც ქართველთაგან საუკეთესო ნიკოლოზ ბასილაშვილს 48 ქულით 550-ე ადგილი უკავია.
550 (549). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 48; 1083 (1089). ლაზარე კუხალაშვილი – 6; 1488 (1495). გიორგი ცივაძე – 1; 1584 (1591). სოზარ გოქაძე – 1; 1584 (1591). ნოდარ ითონიშვილი – 1; 1584 (1591). გიორგი რევაზიშვილი – 1.    

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170067