ჩოგბურთი

3:39 | 18.03.2014 | ნანახია 2106 - ჯერ

ტატიშვილის 17 ორმაგი და მარცხი 43 წლის იაპონელთან

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ანა ტატიშვილმა მაიამიში დაწყებული “სონი ოუფენ ტენისის” (საპრიზო ფონდი 5 427 105) საკვალიფიკაციო ბადის პირველ მატჩში დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა, ეს მეტწილად საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

საქმე ის გახლავთ, რომ 43 წლის იაპონელ ვეტერან კიმიკო დატე-კრუმთან შეხვედრაში, ტატიშვილმა 22 ბრეიკ-პოინტი მიიღო, საიდანაც 8 გამოიყენა, თავად კი მოწოდება 7-ჯერ დათმო და რაც მთავარია, 17 (!) ორმაგი შეცდომა დაუშვა.

საბოლოოდ, მატჩი ორსაათნახევარს გაგრძელდა და დატე-კრუმმა 6:4, 2:6, 7:6 (7:4) იმარჯვა. ამგვარად, ანამ პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში გასვლის კარგი შანსი გაანიავა, რადგანაც გადამწყვეტ რაუნდში არა ფავორიტად მიჩნეული ანაბელ მედინა-გარიგესი ელოდა, არამედ “უაილდ ქარდის” მქონე უცნობი კანადელი ფრანსუა აბანდა, რომელმაც ესპანელს მოულოდნელად – 3:6, 6:1, 6:2 სძლია.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:51 | 19.03.2014
ალექსანდრე (6188)

რაღაც ჭირს ეტყობა და იმედია მალე გადაუვლის.

00:41 | 19.03.2014
gio-516 (232)

43 წლის რო მოგიგებს 23 წლის გოგოს იქ ჩოგბურთი არაა შენი საქმე ბიძია და წაი თავი დაანებე თამაშს რაღას იტანჯები.

21:01 | 18.03.2014
mirian (704)

სხვა რა უნდა დაწერო კაცმა ესა კატასტროფა და სირცხვილი, ადრე ნავრატილოვა რო დაბრუნდა ავსტრალიაზე და ვიგაცა სამხრეთ ამერიკელს მოუგო, თავი დაანებოსო ასე ამბობდნენ იმ გოგოზე

20:54 | 18.03.2014
ფენომენო (2)

არანაირი წინსვლა არ გვაქ საჩოგბურთოს სამყაროში. მქონდა ამ გოგოს იმედი მაგრამ ვერ უმატებს თავს ზემოთ ძალაა არაა როგორც ჩანს დატე კრუმს 43 წლისაა ამას ვერ უგებს. აგარ მაქ იმედი კაცებშიც არ მოდის არავინ სამწუხაროდ ძან ცუდი პერიოდი აქ საქართველოს ჩოგბურთში

19:35 | 18.03.2014
მტკიცე მუხლით გვიეწევს ბრძოლა დღეს ვინ იგებს? ბარსელ........:D (1902)

17 ormags bebiachemic ar gaaketebs

16:10 | 18.03.2014
levani82 (41682)

2 სარეიტინგო ქულა კი მიიღო

17:21 | 18.03.2014
zidani (7702)

გაუბერავს კუჭს D:

15:36 | 18.03.2014
temooo82 (1953)

ამ დატე-კრუმს სანამ კორტზე გული არ გაუჩერდება თავს არ დაანებებს თამაშს

13:12 | 18.03.2014
nalimca (1)

ბიჭები დგეს ეს გადაღძუებული რო წააგებს აბანდასთან არ გგონიათ?

11:05 | 18.03.2014
braziliano84 (1301)

ცუდია ძაან,უნდა მოეგო ამისთვის,აბა ვიღას უნდა მოუგოს,კაი რა ანა,კაი რა...

10:40 | 18.03.2014
bobo-vieri (1338)

მისი სირცხვილია....

03:58 | 18.03.2014
Djoko (9552)

კაი რა ამ 60 წლის ქალსაც ვერ უგებს...((((

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125793