ჩოგბურთი

0:28 | 24.01.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ტატიშვილი მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ფლორიდულ დეიტონა ბიჩში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-2 რაუნდიც პრობლემების გარეშე დასძლია.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ეიჟა მუჰამადს პირველი სეტი “მშრალზე” მოუგო, საბოლოოდ, კი ამერიკელს 6:0, 6:4 სძლია.

მეოთხედფინალში ტატიშვილის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ტეილორ ტაუნსენდი (აშშ) იქნება, რომელმაც გზიდან კანადელები ფრანსუა აბანდა და ალეკსანდრა ვოზნიაკი სეტისწაუგებლად ჩამოიშორა.

ცნობისთვის, დეიტონა ბიჩის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით ქართველმა ჩოგბურთელმა 9 სარეიტინგო ქულა შეიმატა, ნახევარფინალი 18 ქულას იძლევა, ფინალი – 30-ს, ხოლო ჩემპიონი მარაგს 50 ქულით გაიმდიდრებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070851
სარეკლამო ადგილი - 99
X x X