ანა ტატიშვილმა, რომელის ჯორჯიის შტატის ქალაქ მაკონში საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ასპარეზობს, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტატიშვილი, რომელსაც მე-4 განთესვა გააჩნია, მე-6 რეიტინგის მქონე ამერიკელ ნიკოლ გიბსს დაუპირისპირდა და იოლად – 6:1, 6:3 იმარჯვა.
ნახევარფინალში ანა ძალებს ნორვეგიელ ულრიკე ეიკერისთან მოსინჯავს, რომელმაც მე-7 ნომრად მიჩნეულ ელი კიკს (აშშ) 6;0, 6:3 სძლია.
მე-2 ნახევარფინალში პირველ და მესამე ნომრად განთესილი ჩოგბურთელები, შესაბამისად, ხორვატი აილა ტომლიანოვიჩი და ამერიკელი მედისონ ბრენგლე ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ მაკონის ტურნირის ნახევარფინალში გასვლით, ტატიშვილმა 24 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ფინალი 34 ქულას იძლევა, გამარჯვებული კი 50 ქულას მიიღებს.