ჩოგბურთი

14:05 | 9.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი ველურბარათიანს გაეჯიბრება

აშშ-ს ქალაქ მიდლენდში მიმდინარე 100-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში ქართველი ანა ტატიშვილის მეტოქე მასპინძელი კორტნი დოლეჰიდე იქნება, რომელიც შეჯიბრზე “უაილდ ქარდით” გახლავთ მიწევული.
ცნობისთვის, ტატიშვილს მსოფლიოს რეიტინგში 178-ე პოზიცია უკავია, მისი მეტოქე კი მხოლოდ 477-ე ჩოგანია. მოსალოდნელია, რომ ანა პირველი წრის დაძლევას მოახერხებს, რა შემთხვევაშიც მერვედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ბრიტანელ კეტი ო’ბრაიენსა და ამერიკელ ლაურა გრენვილს შორის უმჯობესს შეერკინება.
ცნობისთვის, მიდლენდის ტურნირის პირველი ჩოგანი რეიტინგში 64-ე ადგილზე მყოფი ჩეხი ლუსი ჰრადეცკაა, რომელსაც კვალში ამერიკელი ვანია კინგი (73-ე) და ბრიტანეთის სახელით მოთამაშე ელენა ბალტაჩა (83-ე) უდგანან.
წყვილთა ტურნირის მერვედფინალში ტატიშვილისა და ამერიკელი ლილია ოსტერლოს მე-4 ნომრად განთესილი დუეტი ბრიტანელებს – ენ კეოტავონგსა და ჰისერ უოტსონს გაეჯიბრება.
ესპანეთის ქალაქ მალიორკაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის საწყის რაუნდში მე-5 ნომრად მიჩნეული სოფო ქვაცაბაია პოლონელ კატარჟინა კავას გაეჯიბრება, ეკატერინე გორგოძის მეტოქე კი მე-4 რეიტინგის მქონე ესპანელი ლარა არუაბარენა-ვესინო იქნება.
წყვილთა გათამაშებაში ქვაცაბაიასა და რუსი ავგუსტა ციბიშევას მე-3 ნომრად განთესილი ტანდემი იტალიურ-ბულგარულ დუეტს (ჩიგუი-გლედაჩევა) ეთამაშება.
მალიორკას ტურნირის კვალიფიკაციში ნინო სუჯაშვილმა ორი მატჩის მოგება მოახერხა, დასკვნით რაუნდში კი ჩეხ კლარა ელინგეროვასთან 3:6, 1:6 დამარცხდა და ძირითადი ბადის მიღმა დარჩა. 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169548