ჩოგბურთი

23:24 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტატიშვილი უოტსონს ვერ გაუმკლავდა

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი, რომელიც მიდლენდის 100-ათასიან ტურნირზე მე-7 ნომრად გახლდათ განთესილი, შეჯიბრს მერვედფინალში გამოეთიშა.

ტატიშვილმა ამერიკელ ჰიზერ უოტსონთან მატჩში 2 ეისის წილ 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 8 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ 2 გამოიყენა, თავად კი მოწოდება 5-ჯერ (10 ბრეიკ-პოინტიდან) დათმო. შედეგად, მარცხი 2:6, 4:6.

ანას ჯერაც წინ აქვს წყვილთა შეჯიბრის პირველი წრის მატჩი. ტატიშვილის და ხსენებული უოტსონის დუეტი ძალებს ამერიკულ ტანდემთან (მუჰამადი-ტაუნსენდი) მოსინჯავს. 

0.105191